კოპლიანი ბლინები

976

რბილი და ფაფუკი, ტკბილი ხაჭოს ან ჯემის შიგთავსით. ბლინები – დესერტებს შორის ყველაზე მარტივი მოსამზადებელია, ეს კერძი წარმოშობით სლავურ სამზარეულოს ეკუთვნის. უმეტეს დიასახლისი ტორტს და ნამცხვარს ბლინებს ამჯობინებს. რაც მთავარია ბავშვები მათზე გიჟდებიან!

ვერ დაიჯერებთ, მაგრამ ეს კერძი შიგთავსის გარეშეც საოცრად გემრიელია. ბლინების მომზადებისას იმპროვიზაცია საუკეთესო გამოსავალია მათ გასამრავალფეროვნებლად. დღეს ჩვენ ამაში დაგეხმარებით და მოგაწვდით საინტერესო იდეას!

ინგრედიენტები

  • კვერცხი 4 ცალი
  • შაქარი 3 სუფრის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 300გ
  • რძე 400მლ
  • გაზიანი წყალი 100მლ
  • კარაქი 50გ
  • ჭარხლის წვენი 50მლ
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1.კვერცხს დაუმატეთ შაქარი და მწიკვი მარილი. ათქვიფეთ ინგრედიენტები, თანდათანობით დაუმატეთ ფქვილი, ცომი არ უნდა დაიჯირჯვლოს. შემდეგ ჩაასხით ცოტაოდენი რძე და ისევ კარგად მოურიეთ. ცომი უნდა დაიშალოს.

2.შემდეგ ჩაასხით დარჩენილი რძე, გაზიანი წყალი და გამღვალი კარაქი. კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს. ჭარხალი გახეხეტ წვრილად და გაწურეთ. ცომი გაყავით ორად, ერთ ნაწილს დაუმატეთ წვენი.

3.მასვე დაუმატეთ ცოტა ფქვილი, რათა გათანაბრდეს კონსესტენცია. თეთრი ცომი გადაანაწილეთ ტაფაზე. ჩვეულებრივი შპრიცით (ნემსის გარეშე) ამოიღეთ წითელი ცომი და რამოდენიმე წვეთი მოასხით ბლინს.

4.როდესაც თეთრ ბლინზე წითელი წვეთები გამაგრდება აუცილებლად გადმოაბრუნეთ ბლინი. მეორე მხრიდან არ მოასხათ წვეთები. მზა ბლინები დაალაგეთ ნახატით ქვევით და წაუსვით სასურველი შიგთავსი.

კონვერტისებურად შეხვეული ბლინები არის ძალიან ლამაზი. ასევე შეგიძლიათ შეწვალოთ კოპლების ფერები თქვენი გემოვნებით: მწვანე (ისპანახი), სტაფილოსფერი (სტაფილო) ან ყავისფერი (შოკოლადი). ასევე შეგიძლიათ გამოაცხოთ შოკოლადის ბლინები კოპლებით.