როგორ მოვამზადოთ ნაზი, კრემის მაგვარი ყაბაყის ხიზილალა შინაურ პირობებში

1597

ყაბაყის ხიზილალა ნოსტალგიის მომგვრელი კერძია, რომლის რეცეპტი თითქმის ყველა დიასახლისმა იცის. ეს გახლავთ საყვარელი ხემსი ყოველდღიურად და სადღესასწაულო სუფრაზე, ბუტერბროდების წასასმელი და ზამთრის მარაგი. ყაბაყის ხიზილალას შინაურ პირობებში მარტივად მოამზადებთ. ყოველ დიასახლისს თავისი საიდუმლო ინგრედიენტები აქვს, მომზადების წესები კი განსხვავებული.

თუ გსურთ ისეთი ხემსი მოამზადოთ, პირში რომ დნებოდეს, გამოიყენეთ სახელო.მომზადების სწორედ ამ წესის მეშვეობით ბოსტნეული საკუთარ წვენში იხარშება, ასევე ინარჩუნებს გემოს და თვისებებს.

ინგრედიენტები

  • 2 ც ყაბაყი
  • 2 ც პომიდორი
  • 1 ც ხახვი
  • 1 ც სტაფილო
  • 2 ც ბულგარული წიწაკა
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ ბოსტნეული, დაჭერით და მოათავსეთ საცხობ სახელოში. დაამატეთ ზეთი, მარილი, შავი პილპილი. შეკარით სახელო, შეანჯღრიეთ ინგრედიენტები, გაუკეთეთ რამდენიმე ნაჩხვლეტი და შედგით ღუმელში.

2. გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გაჭერით სახელო, გადმოასხით თასში სითხე, რომელიც გამოგადგებათ.

3. მზა ბოსტეული გაატარეთ ან დააბლენდერეთ. დაამატეთ სუნელები გემოვნებით. თუ მასა ძალიან სქელი გამოვიდა, დაუმატეთ წვენი. მიირთვით ცივად.

შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით კერძს ნიორიც დაუმატოთ. ამგვარი წესით ბადრიჯანიც შესანიშნავი გამოდის. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგორბებს!