ნაკლებად მარილიანი კიტრი ნივრით და კამით. დაგჭირდებათ 1 პარკი და 10 წუთი

439

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ 10 წუთში იდეალური საზაფხულო წასახემსებელი. გირჩევთ, კიტრი ასეთი „მშრალი“ მეთოდით დაამწნილოთ. ნაკლებ ჭურჭელს დასვრით. გამოყენებული პარკი უბრალოდ გადააგდეთ და დაივიწყეთ. მოსახერხებელია!

შედეგად, საყვარელი ბოსტნეული ტკბილ–ცხარე ნოტებით გაივსება და იმდენად ხრაშუნა გახდება, რომ ცდუნებას ვერ გაუძლებთ. ნაკლებად მარილიანი კიტრი ნივრით და კამით ხორცის, ფრინველის, თევზის ცხელ კერძებთან ან მოხარშულ ახალ კარტოფილთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ. რამდენიმე საათი გააჩერეთ, რომ გემოებით გაივსოს. მარტივი მომზადებით შესანიშნავ გემოს მიიღებთ.

როგორ მოვამზადოთ ნაკლებად მარილიანი კიტრი პარკში ნივრით და კამით

რეცეპტის უპირატესობა ისაა, რომ ასეთი ნაკლებად მარილიანი კიტრი არა მხოლოდ სეზონზე, არამედ წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოამზადოთ. მართალია, ახალი კიტრი უფრო მადისაღმძვრელად გამოიყურება და უფრო ხრაშუნაა. მთავარი კერძის უკეთეს დანამატს ვერ მოიფიქრებთ. ყველას გირჩევთ, სცადოთ!

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კიტრი
  • 1 კონა კამა
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 4 კბილი ნიორი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ ძმარი
  • 1 ჩ/კ ქინძი
  • 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

1. კიტრი გარეცხეთ, ყუნწები ორივე მხრიდან მოაჭერით. კიტრი 4 ნაწილად დაჭერით და პოლიეთილენის პარკში ან ზიპ პაკეტში ჩააწყვეთ.

2. კამა წვრილად დაჭერით და კიტრს დაუმატეთ. ნივრის კბილები დაჭყლიტეთ და კიტრს დაუმატეთ.

3. ცალკე მარილი, შაქარი, ქინძი და დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით აურიეთ. ზეთი და 9%–იანი ძმარი დაასხით. მეტი სიცხარისთვის ცოტა წითელი წიწაკა დაუმატეთ.

4. ნარევს აურიეთ და კიტრს დაუმატეთ. პაკეტი დახურეთ, კარგად შეანჟღრიეთ და მაგიდაზე გააჩერეთ.

3–4 საათში ნაკლებად მარილიანი კიტრი შეგიძლიათ მიირთვათ. თუ მაცივარში შეინახავთ, 7-8 საათში ზუსტად ასეთი გემრიელი გახდება. გემრიელი და სასარგებლო წასახემსებელი სუფრაზე ნებისმიერ სალათს დაჩრდილავს.