6 გემრიელი და ცხელი პირველი კერძი

924

წვნიანი ინგრედიენტების მიხედვით შეიძლება კალორიული ან დიეტური იყოს, მსუბუქი ან მსუყე, ის შეიძლება სამარხვო ბულიონს წარმოადგენდეს ცოტაოდენი ბოსტნეულით ან სქელი ბორშის სახით დამზადდეს. 1 თეფშ წვნიანს ძალიან სწრაფად შეუძია შიმშილის მოკვლა და ეს არომატული კერძი თქვენს ჯანმრთელობაზეც დადებიტად მოქმედებს.

1. ნაღების წვნიანი ბრინჯითა და სოკოთი

ინგრედიენტები:

1. ქათმის ფრთები ან ქათმის სხვა ნაწილების ხორცი – 4 ცალი
2. ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი – 2 სუფრის კოვზი
3. შამპინიონი – 400 გრამი
4. სტაფილო -1 ცალი
5. ხახვი – 1 ცალი
6. ფქვილი – 1 სუფრის კოვზი
7. მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.
8. წყალი – 2.5 ლიტრი
9. მრგვალი ბრინჯი (1 ჭიქა)
10. ნაღები (არაჯანი) – 2/3 ჭიქა
11. დაფნის ფოთოლი
12. მწიკვი დაჭრილი ოხრახუში

როგორ მოვამზადოთ:

გარეცხეთ ქათმის ხორცი – გამდინარე წყალში. დაჭერით პატარა ნაჭრებად.

ჩართეთ მულტი სახარში “შეწვაზე” და ქვაბს ზეთი დაუმატეთ. დააცადეთ ქვაბს გაცხელდეს და ქათმის ფრთები ყოველი მხრიდან 6-8 წუთით შეწვით.
გაასუფთავეთ და გარეცხეთ ხახვი და სტაფილო, დაჭერით ნახევარწრეებად ან წვრილად და ჩაყარეთ ქვაბში. მოხრაკეთ ხახვთან ერთად 10 წუთის განმავლობაში. გარეცხეთ სოკო, ოდნავ შეამშრალეთ და დაჭერით ფენებად. ჩაყარეთ ქვაბში და წვით წყლის საბოლოო ამოშრობამდე, შემდეგ 10-12 წუთი წვით ისე, რომ სოკომ ოქროსფერი შეფერილობა მიიღოს. დაუმატეთ 1 კოვზი ფქვილი და კარგად აურიეთ.

ქვაბში ჩაასხიტ ნაღები და მოურიეთ. დააყარეთ მარილი და პილპილი. გარეცხეთ ბრინჯი და ქვაბში ჩაამატეთ, დაასხით მდურარე წყალი. ჩართეთ “მოთუშვის რეჟიმი 45 წუთის განმავლობაში. პროგრამის დასრულების შემეგქვაბში დაფნის ფოთოლი ჩააგდეთ და წვრილად დაჭრილი ოხრახუსი დაუმატეთ. ქვაბი თავდახურული 10-15 წუთის განმავლობაში დატოვეთ.

2. ქათმის სუპი ყველის რულეტებით

ინგრედიენტიები:

1. ქათმის ბულიონი
2. კარტოფილი – 4 ცალი
3. სტაფილო – 1 ცალი
4. ხახვი – 1 ცალი
5. მწვანილი

ყველის რულეტებისთვის

1. მდნარი ყველი – 100 გრამი
2. კვერცხი – 1 ცალი
3. ფქვილი – 100 გრამი
4. მარილი

როგორ მოვამზადოთ ქათმის სუპი ყველის რულეტებით:

ქათმის ბულიონში კარტოფილი ნახევარად მოხარშეთ. ხახვი შეგიძლიათ მთლიანი სახით მოხარშოთ კარტოფილთან ერთად ან მოგვიანებით სტაფილოსთან ერთად მოშუშოთ ტაფაზე.

ყველის რულეტებისთვის კვერცხი მარილთან ერთად ათქვიფეთ, დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. მირებულ ცომი გააბრტყელეთ და უხვად მოაყარეთ მდნარი ყველი. ცომი გადაახვიეთ რულეტად და პაწაწინა ნაჭრებად დაჭერით. ვხარშავთ 10 წუთი – ნელ ცეცხლზე (იმისთვის, რომ რულეტები არ დაიშალოს).

სტაფილოს მცენარეულ ზეთში მოთუშავთ და წვნიანის ქვაბში გადაიტანთ. წვნიანის მომზადების დასრულებამდე 2-3 წუთით ადრე ქვაბში წვრილად დაჭრილ მწვანილს დაუმატებთ.

3. ხარჩო


ინგრედიენტები:

1. ტომატის პასტა (გახეხილი პომიდორი კანის გარეშე) – 200 გრამი
2. ხახვი – 2 ცალი
3. ბრინჯი – 0.5 ჭიქა
4. ძროხის ძვლიანი ხორცი
5. ნიორი – 2 კბილი
6. ხარჩოს სუნელი
7. ცხარე აჯიკა – 0.5 კოვზი (შეიძლება მშრალიც, გემოვნებით)

როგორ მოვამზადოთ ხარჩო:

1. ვხარშავთ ხორცს – 1 საათის განმავლობაში (ხორცს ვდებთ ცივ წყალში და არა ცხელში). ვხარშავთ მარალ ცეცხლზე, ვხდით ქაფს. ვაყრით მარილს. მოხარშვის შმედეგ ვჭრით პატარა ნაჭრებად და ვაბრუნებთ ქვაბში.

2. ვჭრით ხახვს და ვშუშავთ გამჭვირვალე ფერის მიღებამდე – ნელ ცეცხლზე! ვუმატებთ რამდენიმე სუფრის კოვზ ტომატის პასტას (ან გახეხილ პამიდორებს), დაჭრილ ნიორს, აჯიკას, სუნელებს და ერთად ვწვავთ 5 წუთის განმავლობაში.

3. ქვაბში ვყრით გარეცხილ ბრინჯს.

4. 20 წუთის შემდეგ, როდესაც ბრინჯი მოიხარშა, წვნიანს ხახვისა და ტომატის ნარევით ვაზავებთ.

5. ვხარშავთ კიდევ 5 წუთი. ცოტა ხანს გავაჩეროთ თავდახურული და ხარჩოც მზად არის!

4. მსუყე და სქელი ბარდის წვნიანი შებოლილი ნეკნებით


ინგრედიენტები:

1. ღორის შებოლილი ნეკნები – 300 გრამი
2. მოხარშულ-შებოლილი ღორის მკერდი – 150 გრამი
3. შებოლილი ძეხვი – 200 გრამი
4. ბარდა – 1 ჭიქა
5. ხახვი – 2 ცალი
6. კარტოფილი – 4 ცალი
7. სტაფილო – 1 ცალი
8. დაფნა
9. მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
10. მწვანილი (კამა და ოხრახუში)

მომზადების წესი:

აარჩიეთ ბარდა რომელიც გაცილებით სწრაფად იხარშება. მოაცილეთ კანი და კარგად გარეცხეთ, დაასხით ცოტა წყალი და დატოვეთ 6 საათით. წვაბში ჩაასხით წყალი და ჩაყარეთ ბარდა, სწრაფ ცეცხლზე – მიიყვანეთ ადუღებამდე. მოხსენით ქაფი, დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ მინიმუმ 40 წუთი, სანამ ბარდა ბოლომდე არ მოიხარშება. დროდადრო ურიეთ რათა ბარდა არ დაიწვას, შემდეგ დაუმატეთ ნეკნები.

დაჭერით მკერდი და ძეხვი წვრილ ზოლებად და დაალაგეთ ცეცხლზე. როდესაც გარკვეული დაოდენობის ცხიმი გამოიყოფა და ნაჭრები ოდნავ მოიბრაწებიან მათ წვრილად დაჭრილი ხახვი და სქელ სახეხზე გახეხილი სტაფილო დაუმატეთ და გააგრძელეთ მათი მოწვა სანამ ბოსტნეული მოოქროსფრო ფერს არ მიიღებს.

კარტოფილი გაფცქვენით, დაჭერით და ბარდის ქვაბში ჩადევით. როდესაც კარტოფილის მოხარშვას ცოტა დააკლდება- ტაფაზე მომწვარი ბოსტნეული და ძეხვეული დაუმატეთ. წვნიანის მომზადების დასრულებადმე რამდენიმე წუთით ადრე მას დაფნა, წიწაკა, კამა და ოხრახუში ჩაამატეთ.

5. სოკოს ნაღების წვნიანი


პროდუქტები:

1. შამპინიონი – 200 გრამი
2. სტაფილო – 1 ცალი
2. ხახვი – 0.5 ცალი
4. კარტოფილი – 2 ცალი
5. მდნარი ყველი (სოკოს გემოთი) – 100 გრამი
6. რძე ან ნაღები – 100 გრამი
7. მცენარეული ზეთი – 1 სუფრი კოვზი
8. კამა – 1 კონა
9. მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით

როგორ მოვამზადოთ:

1. კარტოფილი დაჭერით საშუალო ზომის კუბებად, დაასხიტ წყალი და დადგით მოსახარშად. ხარშეთ ადურებიდან 5-7 წუთის განმავლობაში.

2. ამავდროულად მოამზადეთ შამპინიონები. დაჭერით სოკო და ხახვი, მსხვილ სახეხეზე გახეხეთ სტაფილო. ტაფას დაასხიტ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი და სოკო ბოსტნეულთან ერთად 3 წუთის განმავლობაში წვით. პერიოდულად ურიეთ. დაუმატეთ ის წვნიანს და 7-10 წუთის განმავლობაში ხარშეთ.

3. დაუმატეთ წვნიანს მდნარი ყველის პატარა ნაჭრები და რძე (ან ნაღები), წამოდურეთ და გადადგით ცეცხლიდან.

4. წვნიანს წვრილად დაჭრილი კამა დაუმატეთ და დაახურეთ თავი. გაჩერეთ – 10 წუთით.

6. თევზის წვნიანი


ინგრედიენტები:

1. ორაგული – 300 გრამი
2. ვირთევზა – 300 გრამი
3. ბულგური – 50 გრამი
4. პრასი – 100 გრამი
5. სოუსი “ბეშამელი” – 100 გრამი
6. წყალი – 2 ლიტრი
7. ოხრახუში – 100 გრამი
8. სტაფილო – 100 გრამი
9. ხახვი – 100 გრამი
10. ტკბილი წიწაკა – 10-15 გრამი

როგორ მოვამზადოთ:

დაჭერით პრასი. ჩაუშვით მდუღარე ბულიონში. დაუმატეთ ტკბილი წიწაკის პიურე (გაატარეთ წიწაკა ხორცის საკეპ მანქანაში, მიღებული მასისგან ამოაორთქლეთ სითხე და მიიღეთ სქელი არაჟნისებული მასა). ჩაყარეთ ბულგური (ბულგური – ხორბლის ბურღულია, რომელიც ახლო აღმოსავლეთისა და ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნების კულინარიაშია გავრცელებული, ხორბლის მარცვლები გადის თერმულ დამუშავებას, რის შემდეგაც შრება მზეზე. გამშრალი მარცვალი იწმინდება ქატოსგან და იცეხვება სასურველ ზომამდე). შეაზავეთ მარილითა და სანელებლებით. დაუმატეთ ბეშამელის სოუსი. კარგად აურიეთ.

ბოლოს დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ორაგულის და ვირთევზას ფილე. ხარშეთ 10 წუთი. მზა წვნიანს დაჭრილი ოხრახუში მოაყარეთ.

გემრიელად მიირთვით!