როგორ დავამწნილოთ ბოსტნეული ისე, რომ შევინარჩუნოთ ყველა ვიტამინი

1601

ვიტამინები ისეთი ნივთიერებებია, რომლებიც საკვებ პროდუქტებში შედის მეტად მცირე რაოდენობით, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათ გარეშე შეუძლებელია ადამიანის სიცოცხლე, ამიტომაც ეწოდა მათ ვიტამინები (“ვიტა” – ლათინურად ნიშნავს “სიცოცხლეს”). ვიტამინების აღმოჩენა-გამოვლინება და მათზე ნაწილობრივ დასკვნების გამოტანა ეკუთვნის რუს ექიმს ლუნინს.

მეფის მთავრობამ ხელი არ შეუწყო ლუნინს ბოლომდე მიეყვანა ეს მეცნიერული აღმოჩენა. 30 წლის შემდეგ პოლონელმა ქიმიკოსმა ფუნკემ განაგრძო ეს საქმე.

მეცნიერები დიდი და დაუღალავი მუშაობის შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის კვება სრულფასოვანია მხოლოდ მაშინ, როდესაც საკვები პროდუქტები მდიდარია ვიტამინებით. მეცნიერული გამოკვლევებით საკვებში აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ვიტამინები, რომელთაც ეწოდა ლათინური ანბანის პირველი ასოების სახელები: A,B,C,D,E და ა.შ.

როდესაც ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვა მიზეზით ვერ ღებულობს ვიტამინებს, იგი სუსტდება, უძლურდება და წინააღმდეგობას ვეღარ უწევს სხვადასხვა დაავადებას. ორგანიზმის ასეთ მდგომარეობას “ავიტამინოზი” ეწოდება.

ავიტამინოზის მდგომარეობა ადამიანის ორგანიზმში უფრო თვალსაჩინოა ზამთრის  მიწურულში და ადრეულ გაზაფხულზე, როდესაც ადამიანი შედარებით მოკლებულია ვიტამინებით მდიდარ პროდუქტებს.

ბოსტნეულის დამწნილება ვიტამინების შენარჩუნებით 

  • ბოსტნეულის დამწნილების დროს წარმოიქმნება რძის მჟავას მიკრობები, რომლებიც არ შლის ბოსტნეულში ვიტამინებს; პირიქით, რძის მჟავა ქმნის ხელსაყრელ პირობებს ვიტამინების შესანარჩუნებლად. ამავე დროს უნდა ვიცოდეთ დამჟავების პროცესის დაჩქარება, ეს კი შეიძლება ძმრის ან სხვა რაიმე მჟავას დამატებით. დამჟავების დაჩქარება, სასარგებლოა ვიტამინების შენარჩუნების მიზნითაც. სწრაფად დამჟვებული მწნილი ინარჩუნებს ვიტამინურ სრულფასოვნებას თითქმის მაისის ბოლომდე, შემდეგ კი ვიტამინები თანდათან ქრება.
  • მწინის ჭურჭელი უნდა იყოს უსათუოდ კარგად თავდახურული.
  • კომბოსტოს კვიხი მდიდარია ვიტამინებით; ამიტომ მწნილში და კერძში აუცილებელია მისი ჩაყრა.
  • დასამჟავებლად უკეთესია სიმწიფეში შესული პამიდორი და ახალი კიტრი.
  • კიტრი, ნესვის კანი და სხვ. დამწნილების წინ მდუღარეში უნდა ამოვავლოთ. ეს ხელს შეუწყობს მათში ვიტამინების შენარჩუნებას. გარდა ამისა, ყოველგვარ მწნილს თან უნდა ჩავაყოლოთ ვიტამინებით მდიდარი საკმაზი: ქინძი (გამხმარი), ნიორი, წიწაკა, კამა, შავი მოცხარი, ნიახური; მუხის, ალუბლის ფოთლები. მწნილი ჭურჭელში მჭიდროდ უნდა იყოს, ზემოდან კი დაედება რაიმე სიმძიმე.