4 საოცარი რეცეპტი დიეტური კატლეტების მოსამზადებლად

2040

სტანდარტული კატლეტების გარდა, უამრავი სახეობა არსებობს. ეს რეცეპტები დიეტის დროს ძალიან გამოგადგებათ.

შესაწვავი ზეთი კატელეტებს 120კკ უმატებს ერთ ულუფაზე. საფანელიც იგივე შედეგს იძლევა. ამიტომაც უმჯობესია კატლეტები 15-20 წუთი მოხარშოთ საფანელისა და სოუსის გარეშე.

1.ქათმის დიეტური კატლეტები

  1. აიღეთ 400გ ქათმის ფილე, მოამზადეთ ფარში, დაუმატეთ 6 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი დაფქული შვრია ან სოიოს ფქვილი, კარგად მოურიეთ.
  2. ფარშს შეგიძლიათ მოაყაროთ კურკუმა და გლუტამინის არმქონე სანელებლები. სველი ხელით მიეცით კატლეტებს ფორმა, მოხარშეთ ორთქლზე 15-20 წუთი.
  3. მიირთვით სოიოს სოუსთან და ბოსტნეულის სალათთან ერთად.

2.თევზის დიეტური კატლეტები

  1. თევზის დიეტური კატლეტლეტების მოსამზადებლად უმჯობესია გამოიყენოთ ზღვის თევზი საშუალო ცხიმიანობით, მაგალითად ტილაპია.
  2. მოვამზადოთ ფარში, დაუმატეთ 1 ცილა, 1 კვერცხი და ცოტა სიმინდის ფქვილი.
  3. მოზილეთ ფარში, მოაყარეთ დაჭრილი კამა. მოხარშეთ ორთქლზე, ლიმონის ან ლაიმის წვენთან ერთად.

4.კომბოსტოს დიეტური კატლეტები

  1. 1კგ კომბოსტო დაჭერით და მარილიან წყალში მოხარშეთ. მზა კომბოსტო დააბლენდერეთ.
  2. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, 1 კვერცხი, 1 ცილა და 1 სუფრის კოვზი მანანის ბურღული.
  3. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ სოკოს პიურე ან ბადრიჯანი. მიეცით კატლეტებს ფორმა, შეგიძლიათ ამოავლოთ ვეგეტარიანულ საფანელში.
  4. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!