3 მეთოდი, როგორ გაყინოთ მარწყვი ზამთრისთვის. იდეალური ნამზადი ნებისმიერი შემთხვევისთვის

2350

მარწყვის ერთადერთი ნაკლი საკმაოდ მოკლე სეზონია, რომლის დროსაც მისი განუმეორებელი გემოთი ტკბობას ყოველთვის ვერ ვასწრებთ. ცივ სეზონზეც კენკრის მირთმევა რომ შეძლოთ, სწორად უნდა შეინახოთ. გიამბობთ, რა უპირატესობა აქვს მარწყვის ბოთლში და კონტეინერში გაყინვას.

ამ შესანიშნავი მეთოდებით კენკრის შენახვა ძალიან მოსახერხებელია. ასე მომზადებული მარწყვი საყინულეში ძალიან ცოტა ადგილს იკავებს. ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა, რომ პორცია გემრიელი კენკრა გამოიღოთ და ზაფხულის არომატით ისიამოვნოთ.

მარწყვის გაყინვა ზამთრისთვის 3 მეთოდით

მარწყვი ბოთლში

ინგრედიენტები:

  • 2 კგ მარწყვი
  • 600 გ შაქარი

მომზადების წესი:

  1. კენკრა გარეცხეთ. შემდეგ გააშრეთ, პირსახოცზე ერთ ფენად გაშლილი დატოვეთ. ყუნწები მოაშორეთ.
  2. მარწყვი ხორცსაკეპში გაატარეთ ან კარტოფილის საჭყლეტით პიურეს მიღებამდე დაჭყლიტეთ.
  3. კენკრას შაქარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. პიურე პლასტმასის ბოთლებში გაანაწილეთ. თავსახურები დაახურეთ და საყინულეში შეინახეთ.

მარწყვის პიურე კონტეინერში

ინგრედიენტები:

  • 1 კგ მარწყვი
  • 300 გ შაქარი

მომზადების წესი:

  1. მარწყვი კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. ყუნწები მოაშორეთ.
  2. კენკრა ბლენდერით ან სხვა მეთოდით პიურეს მიღებამდე დააქუცმაცეთ.
  3. შაქარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მარწყვის პიურე ჰერმეტულ კონტეინერებში გადაანაწილეთ.
  4. კონტეინერებს თავსახურები დაახურეთ და საყინულეში შეინახეთ.

დაშაქრული მარწყვი ზამთრისთვის

ინგრედიენტები:

  • 2 კგ მარწყვი
  • 500 გ შაქარი

მომზადების წესი:

  1. კენკრა კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. ყუნწები მოაშორეთ. 1 კგ მარწყვი საშუალო სიღრმის კონტეინერში მოათავსეთ.
  2. დარჩენილი კენკრა პიურეს მიღებამდე დააბლენდერეთ ან ხორცსაკეპში გაატარეთ.
  3. მარწყვის მასას შაქარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მზა პიურე მთელ კენკრას კონტეინერში დაასხით.
  4. თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და საყინულეში შეინახეთ.

აღსანიშნავია, რომ შაქრის რაოდენობა დაახლოებით მითითებულია. მარწყვის სიტკბოთი და გემოთი იხელმძღვანელეთ. ამ შემთხვევაში ნამზადი საოცარი გამოვა. სიტყვაზე, გამოყენებამდე კენკრის პიურე უნდა გაალღოთ. გამოგადგებათ კოქტეილის მოსამზადებლად ან იოგურტის საკაზმად. გაყინული მთელი კენკრა მუსის დესერტს და ცომეულის შიგთავსს იდეალურად ავსებს. როგორც ხედავთ, ასეთი მარწყვის გამოყენების ბევრი გემრიელი ვარიანტი არსებობს.