2 რეცეპტი. რომელი ვარდიდან არ შეიძლება მურაბის მომზადება

274

მზრუნველმა დიასახლისმა იცის, როგორ გააკეთოს ისე, რომ არაფერი დაიკარგოს. მას შეუძლია ვარდის ფურცლებიც წარმოუდგენელ გემრიელობად აქციოს. საიდუმლო არაა, რომ ამ ყვავილიდან გამოდის საოცარი ნამზადი, რომელიც ჩაის მდიდრული დანამატი ხდება. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოხუფოთ ვარდის მურაბა სწორად ზამთრისთვის.

ნამზადი მაქსიმალურად სასარგებლო რომ გამოვიდეს, ყვავილის შერჩევას პასუხისმგებლობით მიუდექით. ამ შემთხვევაში არომატული მურაბა გულ–სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების მუშაობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს, ასევე სურდოს პირველ ნიშნებს გაუმკლავდება.

როგორ მოვამზადოთ გემრიელი ვარდის მურაბა

ნედლეულის შერჩევა

მურაბის მოსამზადებლად მხოლოდ ოთახის ყვავილები გამოიყენეთ. ნაყიდი ვარდი ამ მიზნით შეუფერებელია. შეძენილ ვარდზე სხვადასხვა ქიმიკატი შეიძლება იყოს გამოყენებული. სიტყვაზე, ჩვეულებრივ მურაბა ვარდისფერი ან წითელი ვარდის ფურცლებისგან მზადდება. ძალიან არომატული გამოდის. ყველაზე გემრიელი შავი ვარდიდან გამოდის. ტოლი არ ჰყავს!

კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 100 გ ვარდის ფურცლები
  • 500 გ შაქარი
  • მწიკვი ლიმონმჟავა

მომზადების წესი:

  1. ფურცლებს თეთრი ნაწილი მოაჭერით. ფურცლები კარგად გარეცხეთ. მდუღარე წყალი გადაავლეთ. შემდეგ ცივ წყალში ჩაალბეთ. 15-20 წუთი გააჩერეთ.
  2. ვარდის ფურცლები პირსახოცზე ერთ ფენად დააწყვეთ. მზეზე გაიტანეთ, რომ მთლიანად გახმეს.
  3. ვარდის ფურცლები ღრმა თასში გადაიტანეთ. ლიმონმჟავა და შაქრის მესამედი რაოდენობა დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 6 საათი ოთახში გააჩერეთ.
  4. სქელძირიან ქვაბში დარჩენილი შაქარი ჩაყარეთ. სუფთა წყალი დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ. შაქრის სიროფი 4-5 წუთი ხარშეთ, აქტიურად ურიეთ.
  5. ქვაბში ვარდის ფურცლები ჩაყარეთ. კარგად აურიეთ. სიროფი ფურცლებით 15 წუთი ხარშეთ. ცხელი მურაბა სუფთა ქილებში ჩაასხით. თავსახური კარგად დაახურეთ და მთლიანად გაცივებამდე ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ.

რეცეპტი ხარშვის გარეშე

ინგრედიენტები:

  • 100 გ ვარდის ფურცლები
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 10 მლ ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

  1. ვარდის ფურცლები გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ. გაახმეთ, შემდეგ ფურცლები თასში გადაიტანეთ. ლიმონის წვენი მოასხით.
  2. ვარდის ფურცლებს შაქარი მოაყარეთ და კარგად აურიეთ. ეს ფრთხილად გააკეთეთ. 6 საათი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. 3-4-ჯერ აურიეთ.
  3. მიღებული ნარევი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ. სუფთა ქილებში ჩაასხით და მოხუფეთ. მზადაა.

მეორე რეცეპტში ყვავილის ფურცლებს თერმულად დამუშავება არ სჭირდება. ამის წყალობით სასარგებლო ნივთიერებებს მაქსიმალურად ინარჩუნებს.