შავი მოცხარის ჟელეს ყველაზე პოპულარული რეცეპტი. ზედმეტი დანამატების გარეშე

237

ვფიქრობ, ზაფხული წლის საუკეთესო სეზონია. მხოლოდ ამ დროს სხვადასხვა ხილით და კენკრით ექსპერიმენტები შეგვიძლია ჩავატაროთ. თუ ჩემსავით მათი მირთმევა ზამთარშიც გსურთ, უგემრიელესი ჟელე შავი მოცხარით გააკეთეთ. იმდენად მარტივი რეცეპტია, რომ შემასქელებელი არ დაგჭირდებათ.

ქვემოთ მითითებული პროდუქტების რაოდენობით 1 ლ სქელი ტკბილ–მჟავე ჟელე გამოვა. გაფრთხილებთ, ნამზადი უფრო სწრაფად შესქელდება, თუ ზამთრამდე ცივ ადგილას შეინახავთ. კენკრის დელიკატესი გულგრილს არავის დატოვებს! საუკეთესო დანამატია ბლინისთვის, ხაჭოკვერისთვის ან უბრალოდ თეთრ პურზე წასასმელად.

შავი მოცხარის ჟელე ზამთრისთვის: მომზადების ნიუანსები

თუ ორთქლზე ან ღუმელში სტერილიზაციაზე თამაში არ გსურთ, შემდეგი მეთოდი სცადეთ. აიღეთ პატარა (0,5 ლ) მინის ქილები და თითოეულში ცოტა წყალი ჩაასხით. შემდეგ მიკროტალღურ ღუმელში მოათავსეთ და მაღალ სიმძლავრეზე 5 წუთი ჩართეთ. თავსახურები წყლიან ქვაბში 10-15 წუთი ხარშეთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ შავი მოცხარი
  • 200 მლ წყალი
  • 1 კგ შაქარი

მომზადების წესი:

1. კენკრა ნაგვისა და ფოთლებისგან კარგად გაწმინდეთ. გარეცხეთ და მაღალგვერდიან ტაფაში ან ქვაბში მოათავსეთ.

2. წყალი დაუმატეთ და ქურაზე დადეთ. ადუღების შემდეგ შავ მოცხარს ხის სპატულით აურიეთ. საშუალო ცეცხლზე 5 წუთი ხარშეთ. ამ დროში კენკრის კანი გასკდება და მთელ პექტინს გასცემს. როცა ზედაპირზე ქაფი წარმოიქმნება, კოვზით მოხადეთ.

3. ტაფა ქურიდან გადადეთ, რადგან კენკრა საკმარისად მოიხარშა. ნარევი ღრმა ჭურჭელში ჩაასხით და ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ.

4. მოცხარის ნარევი ტაფაზე გადაიტანეთ. საშუალო ცეცხლზე დადეთ და ადუღებას დაელოდეთ. შაქარი დაუმატეთ და სპატულით აურიეთ. ერთად 15 წუთი ხარშეთ.

5. ამ დროში ქილები და თავსახურები დასაკონსერვებლად მოამზადეთ. ქილები გამდინარე წყალში საკვები სოდით გარეცხეთ და ღუმელში ან ორთქლზე გაასტერილეთ.

6. ცხელი მოცხარის ჟელე მომზადებულ ქილებში ჩაასხით და თავსახურებით ჰერმეტულად დახურეთ.