ჯურჯანი-ცხარე და სურნელოვანი მეგრული კუჭმაჭის მადისაღმძვრელი რეცეპტი

3879

ჯურჯანი – მეგრული კუჭმაჭის კერძში სუბპროდუქტების გამოყენების საუკეთესო და უგემრიელესი ნიმუშია. შიგნეულის დამუშავება და გასუფთავება ძალიან ფრთხილი, ფაქიზი პროცესია, რომელიც ქართულ სამზარეულოში განსაკუთრებული გუმოდგინებით სრულდება. გასტრონომია გასწავლით როგორ მოამზადოთ ეს უგემრიელესი კერძი.

ინგრედიენტები: 

  • ძროხის ხორცი – 170 გ
  • ძროხის ფაშვი – 150 გ
  • ძროხის  ნაწლავები – 150 გ
  • ძროხის გული – 200 გ
  • ძროხის ღვიძლი – 200 გ
  • ღორის ხორცი – 170 გ
  • ხახვი – 3-4 თავი
  • დაფქული ქონდარი – 12 გ
  • ხმელი ქინძი – 12 გ
  • ქინძი – 30 გ
  • დაღერღილი წიწაკა – 10 გ
  • უცხო სუნელი – 10 გ
  • მარილი გემოვნებით
  • ზეთი – 20 მლ

მომზადების წესი:

  1. ნაწლავები და ფაშვი კარგად გარეცხეთ და სხვა ცხოველურ ინგრედიენტებთან ერთად წვრილად დაჭერით. იმავე ზომაზე დაჭერით ხახვი. ტაფაში ზეთი ჩაასხით და ხახვი მოშუშეთ. ხახვი რომ გაუფერულდება, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხორცეულობა და ერთად მობრაწეთ.
  2. ყველაფერი კარგად რომ დაიბრაწება, დაუმატეთ დაფქული ქონდარი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წიწაკა, მარილი და კარგად აურიეთ. ზედმეტი ცხიმი, რომელიც შეწოვის დროს გამოვა, შეგიძლიათ გადაღვაროთ.
  3. მომზადებულ კერძს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ცხლად მიირთვით.

გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს.