დიეტური ბოსტნეულის პეროგი: ცოტა ცომი და უგემრიელესი შიგთავსი

1530

ხანდახან ხდება ასე: უყურებ რაიმე პეიზაჟს ან ადამიანს, შორს იდეალისგან და ხედავ სრულყოფილებას სწორედ ამ არასრულყოფილებაში. გალეტების შემთხვევაშიც ასეა. უსწორმასწორო და დაუდევარი ფორმა მას განსაკუთრებულ შარმს სძენს.

ამ პეროგის რეცეპტი საფრანგეთიდან მოდის, უფრო სწორედ ფრანგული სოფლებიდან. მისი მომზადება იოლია, შიგთავსად ნებისმიერი რამ გამოდგება. „გასტრონომია“ გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც აერთიანებს გალეტსა და რატატუის.

ინგრედიენტები

  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • 75 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 75 მლ ლუდი
  • 6 ც პომიდორი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 ც ხახვი
  • 0,5 ბულგარული წიწაკა
  • მარილი გემოვნებით
  • 75 მლ ზეითუნის ზეთი
  • 1 ც ბადრიჯანი
  • 1 ც ყაბაყი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ. პროვანსული სუნელები

მომზადება

1. მომამზადეთ ცომი. ღრმა თასში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ მარილი, ლუდი და მოზილეთ. შეახვიეთ პირსახოცში და დატოვეთ 30 წუთით.

2. სოუსისთვის დაჭერით წვრილად ხახვი, მოთუშეთ 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთში. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი წიწაკა. 3 პომიდორი ჩაჭერით, დაასხით მფუღარე წყალი, მოაცილეთ კანი, დაჭერით წვრილად და დაუმატეთ ტაფაში. მოთუშეთ სანამ სითხე სანახევროდ არ აორთქლდება. დაუმატეთ მარილი, პილპილი, მწვანილი და მოხსენით ცეცხლიდან.

3. შიგთავსისთვის ყაბაყი, ბადრიჯანი და დარჩენილი პომიდორი დაჭერით თხელ რგოლებად.

4. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და მოათავსეთ გაბრტყელებული ცომი. წაუსვით ტომატის სოუსი, სპირალისებრად მოათავსეთ ყაბაყი, ბადრიჯანი და პომიდორი. ცომის კუთხეები კედლებზე ასწიეთ. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთთ.

5. მოამზადეთ მოსასხმელი. შეურიეთ ზეითუნის ზეთი, დაჭრილი ნიორი, პროვანსული სუნელები.

6. მოასხით პეროგს ეს არომატული ნაზავი, შედგით კვლავ ღუმელში და კიდევ 10 წთ გამოაცხვეთ.

გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!