ხახვიანი კრეკერის მოსამზადებლად უმარტივესი ინგრედიენტები დაგჭირდებათ. ფილმის ყურებისას წასახემსებლად გამოგადგებათ. გარდა ამისა, გაჯერებული გემოს წყალობით ლუდს, ჩაის და ფინჯანს ყავას შეგიძლიათ მიაყოლოთ. ხახვიანი კრეკერით ლამაზი და გემრიელი მინი ბურგერი შეგიძლიათ გააკეთოთ. ასეთი კერძი სადღესასწაულო სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ.
ხახვიანი კრეკერის მოსამზადებლად კვერცხი, რძე, კეფირი ან კარაქი არ დაგჭირდებათ. სამარხვო და მარტივი რეცეპტია. მაინც გემრიელი გამოდის. ხახვის წასახემსებელს ნებისმიერი სოუსი მოუხდება. მაგალითად, ყველის, არაჟნის, პომიდვრის სოუსი.
როგორ მოვამზადოთ ხრაშუნა კრეკერი ხახვით და მარილით
ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტების გარდა ხახვიანი კრეკერის რეცეპტში სხვაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ცომს გახეხილი ხმელი ყველი, მწვანე ხახვი ან სხვა მწვანილი, ყაყაჩო, კაკალი, თესლი დაუმატეთ. ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
ინგრედიენტები:
- 2 ხახვი
- 280 გ ხორბლის ფქვილი
- 100 მლ მზესუმზირის ზეთი
მომზადების წესი:
1. ხახვი მსხვილად დაჭერით, ბოსტნეული დააბლენდერეთ. მზესუმზირის ზეთი დაუმატეთ.
2. ფქვილი, გამაფხვიერებელი და 1 ს/კ მარილი დაუმატეთ. ცომი მოზილეთ.
3. ცომი ფირფიტად გააბრტყელეთ და მარილი მოაყარეთ. პატარა კვადრატებად, წრეებად ან სამკუთხედებად დაჭერით და პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. 180 გრადუსზე 10 წუთით აცხვეთ.
სანამ ღუმელში მოათავსებთ, სეზამის თესლი შეგიძლიათ მოაყაროთ. საინტერესო, ნოყიერ და არომატულ კერძს მიიღებთ. თუ ეს პატარა მარცვლები არ გიყვართ, დამატება აუცილებელი არაა. კრეკერი ხრაშუნა, ხახვის გამოხატული გემოთი და შესაფერისი არომატის გამოვა. შესანიშნავი მარილიანი წასახემსებელია.