ნამცხვარი „ზებრის“ მომზადების 7 მეთოდი

1582

როცა პირველად გაჭრილ „ზებრას“ ხედავთ, ის გარეგნობით გვაოცებს. დაუჯერებელია, რომ ასეთი სილამაზის გამოცხობა სახლში შეიძლება. თუმცა ნამცხვარი „ზებრა“ ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე თქვენი საყვარელი საკონდიტრო ნაწარმის უმეტესობა.

ზოლებიანი ნამცხვრის შემადგენლობაში ჩვეულებრივი პროდუქტები შედის, მათგან ყველაზე ეგზოტიკური კაკაოს ფხვნილია.

მისი მომზადება ბევრ დროს არ მოითხოვს, თუ ღია და მუქი ცომით ზოლების დახატვა ზედმეტად არ გაგიტაცებთ, როგორც ეს მე გავაკეთე.

ნამცხვარი „ზებრა“ ღუმელში გამომცხვარი

„გასტრონომიამ“ „ზებრის“ რეცეპტების კოლექცია შეაგროვა: არაჟანზე, კეფირზე, რძეზე, მინერალურ წყალზე და საერთოდ ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტის გარეშე.

კლასიკური ნამცხვარი „ზებრა“ არაჟანზე

ინგრედიენტები:

  • 200 გრ არაჟანი
  • 250 გრ ფქვილი
  • 360 გრ შაქარი
  • 100 გრ კარაქი
  • 5 კვერცხი
  • 1,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი

მომზადება:

  1. კარაქი და 180 გრ შაქარი აურიეთ.
  2. კვერცხი დარჩენილ შაქართან ერთად ათქვიფეთ.
  3. კარაქის ნარევი კვერცხის მასას დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  4. არაჟანი გამაფხვიერებელს აურიეთ.
  5. არაჟნის ნარევი კვერცხი–კარაქის მასას დაუმატეთ.
  6. მიღებულ ნარევს გაცრილი ფქვილი დაუმატეთ და აურიეთ.
  7. ცომი ორ ნაწილად გაყავით. ერთი ნაწილი გვერდზე გადადეთ, მეორეს კი კაკაოს ფხვნილი აურიეთ.
  8. საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით და ფქვილი მოაყარეთ.
  9. ფორმის ცენტრში 2 ს/კ ღია ცომი დაასხით. მას გაშლა აცადეთ. ღია ცომს ცენტრში 2 ს/კ მუქი ცომი დაუმატეთ. კვლავ დაელოდეთ, სანამ გაიშლება.
  10. ცომის ფენები მონაცვლეობით დაასხით, სანამ არ დასრულდება. იდეალურ პირობებში ღია და მუქი ფერის ცომით კონცენტრირებული წრეების ერთობლიობას მიიღებთ. კბილის ჩხირი აიღეთ და ფანტაზიას მოუხმეთ, რომ ნიმუში სხივური ელემენტებით შეავსოთ.
  11. ნამცხვარი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთით აცხვეთ.
  12. ზემოდან შავი ან თეთრი გამდნარი შოკოლადი მოასხით. შეგიძლიათ ორივე დაასხათ, ზოლები გაიმეორეთ.

ნამცხვარი „ზებრა“ რძეზე

ინგრედიენტები:

  • 260 გრ ფქვილი
  • 240 მლ რძე
  • 250 გრ მცენარეული ზეთი
  • 200 გრ შაქარი
  • 1 ს/კ გამაფხვიერებელი
  • 4 კვერცხი
  • 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი

მომზადება:

  1. ფქვილი, ვანილი და გამაფხვიერებელი აურიეთ. ცალკე ჭურჭელში კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ.
  2. კვერცხის მასას რძე და კარაქი დაუმატეთ. თანდათანობით ფქვილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
  3. ცომი ორ ნაწილად გაყავით. ერთში კაკაო დაამატეთ და კარგად აურიეთ.
  4. ფორმის ძირში ქაღალდი დააფინეთ და კარაქი წაუსვით.
  5. მორიგეობით ფორმაში მუქი და ღია ცომი ჩაასხით, რომ ზოლები შექმნათ.
  6. ნამცხვარი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ზუსტად 40 წუთით აცხვეთ. მზა ნამცხვარი სურვილის მიხედვით კაკლით ან გახეხილი შოკოლადით მორთეთ.
  7. გემრიელად მიირთვით!

ნამცხვარი „ზებრა“ კეფირზე

ინგრედიენტები:

  • 220 მლ კეფირი
  • 100 გრ კარაქი
  • 150 გრ შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 190 გრ ფქვილი
  • 0,75 ჩ/კ სოდა
  • 1 ჩ/კ ვანილის შაქარი
  • 1 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • მწიკვი მარილი

მომზადება:

  1. კარაქი ვანილის შაქართან და მარილთან ერთად ათქვიფეთ.
  2. ათქვეფა გააგრძელეთ და თითო–თითო კვერცხი დაუმატეთ.
  3. ფქვილი და სოდა შეაერთეთ.
  4. 1/3 ფქვილი კვერცხი–კარაქის მასას დაუმატეთ. ოთახის ტემპერატურის კეფირის ნახევარი დაუმატეთ და ათქვიფეთ. დარჩენილი ფქვილი და კეფირი დაუმატეთ.
  5. ცომი შუაზე გაყავით. ერთში კაკაო დაამატეთ და კარგად აურიეთ.
  6. ფორმის ძირში პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ.
  7. ფორმაში მორიგეობით მუქი და ღია ცომი ჩაასხით, რომ ზოლები შექმნათ.
  8. ნამცხვარი 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45-50 წუთით აცხვეთ.
  9. ნამცხვარი „ზებრა“ მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ნამცხვარი „ ზებრა“ კარაქსა და რძეზე

ინგრედიენტები:

  • 290 მლ რძე
  • 200 გრ კარაქი
  • 4 კვერცხი
  • 380 გრ ფქვილი
  • 200 გრ და 1 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ კაკაო
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 0,25 ჩ/კ მარილი
  • ცოტა ვანილის შაქარი

მომზადება:

  1. რბილი კარაქი და 200 გრ შაქარი მიქსერით ათქვიფეთ.
  2. თითო–თითო კვერცხი და ვანილის შაქარი დაუმატეთ.
  3. ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი აურიეთ. ცოტა ფქვილი კვერცხი–კარაქის ნარევს დაუმატეთ და აურიეთ.
  4. თანდათანობით დარჩენილი ფქვილი და 240 მლ რძე დაუმატეთ.
  5. ცომი შუაზე გაყავით. ერთ ნაწილს კაკაო, 50 მლ რძე და 1 ს/კ შაქარი დაუმატეთ და აურიეთ.
  6. ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და კარაქი წაუსვით.
  7. მუქი და ღია ფერის ცომი ფორმაში მორიგეობით ჩაასხით, ზოლების  ფორმირებისთვის.
  8. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50-60 წუთით აცხვეთ.

ნამცხვარი „ზებრა“ მინერალურ წყალზე

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 200 გრ შაქარი
  • 120 მლ მცენარეული ზეთი
  • 200 გრ ფქვილი
  • 1,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 120 მლ გაზიანი წყალი
  • 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 2 ჩ/კ ჩვეულებრივი წყალი
  • ცოტა ვანილის ექსტრაქტი

მომზადება:

  1. კვერცხი მიქსერით ათქვიფეთ. შაქარი, ვანილის ექსტრაქტი, ზეთი დაუმატეთ და კვლავ ათქვიფეთ.
  2. ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ. ფქვილის ნაწილი კვერცხის ნარევს დაუმატეთ და აურიეთ. ცოტა გაზიანი წყალი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ. მორიგეობით დარჩენილი ფქვილი და წყალი დაუმატეთ.
  3. კაკაოთი და ჩვეულებრივი ცხელი წყლით პასტა გააკეთეთ. ცომი შუაზე გაყავით და ერთ ნაწილს მიღებული პასტა დაუმატეთ.
  4. ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და კარაქი წაუსვით. მორიგეობით მუქი და ღია ცომი ჩაასხით და ლამაზი ნახაზები შექმენით.
  5. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ზუსტად 35 წუთით აცხვეთ.

ბისკვიტის ნამცხვარი „ზებრა“

ინგრედიენტები:

  • 200 გრ ფქვილი
  • 6 კვერცხი
  • 200 გრ შაქარი
  • 4 ჩ/კ კაკაოს ფხვნილი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი
  • ვანილი გემოვნებით

მომზადება:

  1. კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ.
  2. ათქვეფა არ შეწყვიტოთ ისე, შაქარი და ვანილი დაუმატეთ. 1 წუთში კვერცხის გულები დაუმატეთ.
  3. მიღებულ ქაფს კოვზობით ფქვილი დაუმატეთ და აურიეთ.
  4. ცომი ორ ნაწილად გაყავით.
  5. ცომის ერთი ნაწილი ხელუხლებელი დატოვე, მეორეს კი კაკაო დაუმატეთ.
  6. ცხიმ წასმულ ფორმაში მორიგეობით ღია და მუქი ცომი ჩაასხით, რომ „ზებრა“ მიიღოთ.
  7. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ.

ვეგანური ნამცხვარი „ზებრა“

ინგრედიენტები:

  • 310 გრ ფქვილი
  • 4,5 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 1 ს/კ სოიოს ფქვილი (სურვილის მიხედვით)
  • 175 გრ შაქარი
  • 1 ს/კ გამაფხვიერებელი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 300 მლ და 4-5 ს/კ მცენარეული რძე
  • 160 მლ მცენარეული კარაქი
  • 3 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • ნახევარი ლიმონი
  • მწიკვი მარილი
  • 100 გრ მუქი შოკოლადი
  • 1 მუჭა ნიგოზი და 3 ს/კ მცენარეული რძე გასაფორმებლად

მომზადება:

  1. 2 სახეობა ფქვილი, სახამებელი, შაქარი, გამაფხვიერებელი, სოდა და მარილი აურიეთ.
  2. ცენტრში ჩაღრმავება გააკეთეთ. აქ 300 მლ მცენარეული რძე ჩაასხით, კარაქი, ვანილი, ლიმონის წვენი და წვრილად გახეხილი ლიმონის ცედრა დაუმატეთ.
  3. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ცომი ორ ნაწილად გაყავით, ცომის ერთ ნაწილში დარჩენილი რძე და კაკაო დაამატეთ და აურიეთ.
  4. საცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით და ფქვილი მოაყარეთ. მორიგეობით ღია და მუქი ცომი ჩაასხით და ზოლები გააკეთეთ.
  5. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50 წუთით აცხვეთ.
  6. ჭიქური გააკეთეთ. ამისთვის შოკოლადი წყლის ორთქლზე გაადნეთ და მცენარეული რძე აურიეთ. ნამცხვარი ჭიქურით მორთეთ და ზემოდან დაქუცმაცებული ნიგოზი მოაყარეთ.
  7. გემრიელად მიირთვით!

როგორც ხედავთ, ნამცხვარი „ზებრის“ ღუმელში მომზადება რთული არაა. რთულია თავის შეკავება, რომ მთელი ნამცხვარი ერთ დაჯდომაზე არ შემოგეჭამოთ!