ხორცი ფრანგულად ანანასში

740

ვუახლოვდებით წლის დასასრულს, ძალიან მალე ახალი წელიც მოვა. მე სადღესასწაულო მაგიდისთვის ამ კერძების მომზადებას ვაპირებ: ოლივიე, თევზის სალათი, იხვი ვაშლით და ხორცი ფრანგულად ანანასით.

ინგრედიენტები

  • 1 ანანსი
  • 1 ქათმის ფილე
  • 150გ ყველი
  • 1 პომიდორი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.მთავარია აირჩიოთ ხარისხიანი ფილე და ანანასი. ანანასის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის სუნს, ფოთლების სიჯანსაღეს და ფერს.

სუნი უნდა იყოს ოდნავ ტკბილი, მაგრამ თუ სუნი მძაფრია ესეიგი ხილი გაფუჭებულია. გარეკანი უნდა იყოს მკვრივი.

2.გაჭერით შუაზე ანანასი. ამოჭერით გული.

3.დაჭერით ქათამი, ანანასი და პომიორი. ხორცს მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.

4.ქათმის ფილე, პომიდორი და ანანასის გული მოათავსეთ ანანასში.

ორივე ნახევარი აავსეთ ინგრედიენტებით.

5.შეფუთეთ ანანასი ფოლგით. ზემოთან ნაწილი დატოვეთ ღიად.

6.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი. მომზადებამდე 10 წუთით ადრე მოაყარეთ ყველი.

გემრიელად მირთვით!