ასეთი ხაჭოს პასკა დარწმუნებული ვარ არ გაგისინჯავთ – უბრალოდ საოცრებაა!

587

ყველაზე გემრიელი ხაჭოს პასკა- ლიმონის ქერქით და ყაყაჩოთი მზადდება. მადისაღმძვრელი და საოცრად არომატული გამოდის. დიზაინზე არაფერს დავამატებ, თავად შეაფასეთ ეს ხელოვნების ნიმუში. ამ ტკბილეულის მომზადება ძალიან სწრაფად და მარტივად შეგვიძლია.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 550გ ცხიმიანი ხაჭო
  • 100გ რკბილი კარაქი
  • 40გ ყაყაჩო
  • 100გ ცხიმიანი არაჟანო
  • ლიმონის ქერქი
  • 0,5 ჩაის კოვზი კურკუმა
  • 10გ ვანილი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი

მომზადება

1.გამოწურეთ ხაჭო, დაუმატეთ შაქარი, ვანილი, არაჟანი, კარაქი. ათქვიფეთ ბლენდერით.

2.ყაყაჩოს დაუმატეთ შაქარი. ათქვიფეთ ბლენდერით.

3.ხაჭოს ნახევარ მასას დაუმატეთ ყაყაჩო. დარჩენილ ხაჭოს დაუმატეთ კურკუმა და ლიმონის ქერქი. კარგად მოურიეთ.

4.ფორმაში ჩააფინეთ 4 ფენა მარლა. მოათავსეთ ლიმონის მასა. გვერდებზე და ძირზე კარგად გადაანაწილეთ. ცენტრში მოათავსეთ ყაყაჩოს მასა.

5.დაფარეთ ყვითელი მასით, სილიკონის ნიჩბით მოასწორეთ. დაფარეთ მარილით. ფორმა მოათავსეთ ჯამში და დაადეთ სიმძიმე.

მაცივარში უნდა შეინახთ მინიმუმ 6 საათი. ამასობაში კონტეინერში ზედმეტი სითხე დაგროვდება.

6.გაგრილებული პასკა გადმოიტანეთ ფორმიდან ფრთხილად. გააფორმეთ გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!