კარტოფილის ბერძნული მეთოდით გამოცხობის ინსტრუქცია

1735

ფრაზა “საბერძნეთში ყველაფერია” განსაკუთრებით ეხება გემრიელ და არომატულ კერძებს. გასულ წელს, როდესაც კუნძულ სანტორინიზე ვისვენებდი, ძალიან შემიყვარდა ბერძნული სამზარეულო. განსაკუთრებით მომეწონა არა სალათები და ზღვის პროდუქტები, არამედ ბერძნული მეთოდით მომზადებული კარტოფილი.

მსგავსი გემრიელობა არასოდეს გამისინჯავს, ყველა ინგრედიენტი კარგად ერწყმის ერთმანეთს. კარტოფილი და სოუსი სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან.

დღეს გასწავლით, როგორ გამოაცხოთ კარტოფილი ღუმელში. ის ისეთი გემრიელია, რომ მასთან არც ხორცია საჭირო, არც სალათები.

ინგრედიენტები 

  • 1 კგ კარტოფილი
  • 50 მლ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ/კ გახეხილი ლიმონის ქერქი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ ორეგანო
  • 3 კბილი ნიორი
  • შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი

1. პირველ რიგში, უმჯობესია სოუსი მოამზადოთ. თასში ჩაასხით ზეითუნის ზეთი და დაუმატეთ ლიმონის ცედრა და ორეგანო.

2. ძალიან წვრილად დაჭერით ნიორი.

3. ზეითუნის ზეთის ნაზავს დაუმატეთ ნიორი, მარილი, შავი წიწაკა და ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ.

4. გათალეთ კარტოფილი და კარგად გარეცხეთ, თითოეული კარტოფილი გაჭერით შუაზე, შემდეგ კი რამდენიმე ნაწილად.

5. დაალაგეთ კარტოფილი საცხობ ფორმაზე და მოასხით ზეითუნის ზეთისა და სანელებლებისგან მომზადებული სოუსი. კარგად აურიეთ, რათა სოუსი თანაბრად მოედოს კარტოფილის ყველა ნაჭერს.

6. გამოაცხვეთ კარტოფილი 180 გრადუსზე 40-45 წუთი. ყოველ 15 წუთში გამოაღეთ ღუმელი და გადაატრიალეთ კარტოფილი.

კარტოფილი ბერძნული მეთოდით მზადაა!

იმისათვის, რომ კარტოფილი კიდევ უფრო გემრიელი იყოს, დაუმატოთ მას არაჟანის სოუსი.