გადატვირთული გრაფიკის გამო სამზარეულოში ფუსფუსის დრო ყოველთვის არ გვრჩება, ოჯახის წევრები კი მუდმივად რაიმე გემრიელის მომზადებას ითხოვენ, ამიტომ დღეს ისეთი ხორცის ღვეზელის მომზადებას გასწავლით რომელიც ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება და ძალიან გემრიელი გამოდის.
ინგრედიენტები ცომისთვის
- 1 ჭიქა ფქვილი
- 1 ჭიქა კეფირი
- 2 კვერცხი
- 0.5 ჩაის კოვზი მარილი
- 0.5 ჩაის კოვზი სოდა
ინგრედიენტები გულსართისთვის
- 300 გრამი ხორცის ფარში
- 2-3 თავი ხახვი
- 2 ცალი კარტოფილი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი
1. აურიეთ კეფირი და სოდა. გააჩერეთ 5 წუთი
2. დაუმატეთ 1 კვერცხი, მარილი და კვლავ მოურიეთ
3. დაუმატეთ ნახევარი ფქვილი და ძალიან რბილი ცომი მოზილეთ, რომელიც ხელებს არ მიეკრობა. თუ ცომი ხელზე გეკრობათ დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ.
4. თუ ცომი ზედმეტად რბილია, დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი და ზელა გააგრძელეთ.
5. ცომი ორ ნაწილად დაყავით. ერთი ნაწილი მეორეზე ოდნავ პატარა უნდა იყოს. ისინი პოლიეთილენის ცელოფანში შეახვიეთ და გვერდზე გადადეთ.
6. წვრილად დაჭერით ხახვი და კარტოფილი.
7. აურიეთ ფარში, ხახვი და კარტოფილი. დაუმატეთ სანელებლები და ყველაფერი კარგად აურიეთ. სურვილისამებრ წვრილად დაჭრილი მწვანილის დამატებაც შეგიძლიათ.
8. ცომის მოზრდილი ნაჭერი ფქვილმოყრილ საცხობ ქაღალდზე გააბრტყელეთ.
9. ცომზე გულსართი მოათავსეთ, კიდეებზე ცოტა ცარიელი ადგილი დაუტოვეთ
10. გულსართს ზემოდან ცომის მეორე ფენა გადააფარეთ და კიდეები მოუკარით.
11. ათქვიფეთ კვერცხი ცოტაოდენ წყალთან ერთად და ღვეზელს ზემოდან ფუნჯის მეშვეობით გადაუსვით. ზედაპიტი რამდენიმე ადგილას დასერეთ.
12. ღვეზელი 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შედგით. აცხვეთ სანამ არ გაოქროსფერდება.
თქვენი ხორცის ღვეზელი მზად არის, გემრიელად მიირთვით! ის ძალიან წვნიანი და რბილი გამოდის. ასეთი ღვეზელის მირთმევა ყოველდღიურადაც არ მოგწყინდებათ.