სახლში მადისაღმძვრელი ხრაშუნა პურის სურნელია – ბოშების რეცეპტი ყოველთვის ამართლებს

437

ამ რეცეპტის დამსახურებით სახლში მუდამ მაქვს ხრაშუნა უგემრიელესი პური. ადრე არ გამომდიოდა ცომთან მუშაობა, მაგრამ არ დავნებდი და ახლა უკვე ყველაფერი იდეალურად გმომდის. ხელი მიეჩვია და ყველაფერი მარტივია.

ბოშებს კულინარიაში ნამდვილად კარგი ხელი აქვთ. ეს რეცეპტიც ბოშა მეზობლისგან გავიგე, რომელიც ბრწყინვალე დიასახლისია.

ინგრედიენტები

  • 460გ ფქვილი
  • 250მლ წყალი
  • 12გ საფუარი
  • 4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 2 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1,5 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

1.საფუარს დაასხით წყალი. ფქვილს დაუმატეთ შაქარი, მარილი, წყალი და საფუარი, ბოლოს დაასხით 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი.

2.მოზილეთ ცომი. თავდაპირველად ჯამში დაიწყეთ დამუშავება და შემდეგ გადმოიტანეთ მაგიდაზე. ამოსაფუებლად დატოვეთ 10 წუთი.

3.ისევ მოზილეთ 3-5 წუთი. მზა ცომი მოათავსეთ ცხიმით ამუშავებულ ჯამში. დააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ 40 წუთი.

4.ამოიღეთ ცომი. მაგიდა დაამუშავეთ ზეთით და გადმოიტანეთ ცომი. მიეცით ფორმა, მოათავსეთ ფორმაზე. ისევ დააფარეთ პირსახოცი და დაელოდეთ 30 წუთი. ცომი უნდა ამოფუვდეს.

5.პური მოათავსეთ ღუმელში 20 წუთი 170 გრადუსზე. ზედაპირულად წაუსვით წყალი და დააფარეთ ხელსახოცი 3 წუთი.

გემრიელად მიირთვით!