მოამზადეთ სტაფილო კორეულად, ზუსტად 30 წუთში

1304

გარდა იმისა, რომ სტაფილო კორეულად ძალიან გემრიელი წასახემსია, იგი შეიძლება გახდეს იდეალური ინგრედიენტი სხვა, გაცილებით რთული კერძების მოსამზადებლად.

ეს შეიძლება იყოს სალათები, მრავალკომპონენტიანი კერძები ხორცით, სოკოთი, ბოსტნეულით და ასე შემდეგ. ამ რეცეპტში შეგიძლიათ ხახვის, ნებისმიერ ნიგვზის, მწვანილის, ჭარხლის ან ნიახურის ფესვის დამატება.

ინგრედიენტები

  • 600 გრ სტაფილო
  • 1/5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 2 ჩ.კ. 9%-იანი ძმარი
  • 1/3 დაფქული შავი პილპილი
  • 1/3 დაფქული ქინძი

მომზადების წესი

თავდაპირველად გარეცხეთ სტაფილო და სპეციალური სახეხით საშუალო ზომის თხელ ზოლებად გახეხეთ იგი. შემდეგ ბოსტნეული მოათავსეთ ღრმა თასში.

სტაფილოს დაუმატეთ მარილი და შაქარი.

შემდეგ დაუმატეთ სანელებლები-ყველაზე ხშირად იყენებენ შავ პილპილს ან ბაჰარს. რეცეპტის შეუცვლელი ატრიბუტი გახლავთ დაფქული ქინძი.

ხელით კარგად მოურიეთ სტაფილოს. შემდეგ დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი.

ზემოდან მოასხით 9%-იანი ძმარი და მცენარეული ზეთი და მოურიეთ. შეგიძლიათ სტაფილო სალათებს დაუმატოთ ან მაცივარში შეინახოთ ცოტა ხნით, შემდეგ კი დააგემოვნოთ.

გემრიელად მიირთვით!