ბევრი დიასახლისი უბრალო ხახვს არ აფასებს ან საერთოდ უგულებელყოფს. მისგან საინტერესო კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ. მაგალითად, ხახვის სოუსი, რომელიც ნებისმიერი ხორცის (მწვადი, დაბეგვილი, ქათმის ან სტეიკი) გემოს აუმჯობესებს. კერძი უფრო გემრიელი გახდება, თუ ცოტა ხახვის ჯემს დაუმატებთ. მარტივად მზადდება და ყველასთვის ნაცნობ სოუსის გემოს ჩრდილავს.
Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ხახვის ჯემი და რასთან ერთად მიირთვათ.
ხახვის სოუსი
ინგრედიენტები:
- 1,3 კგ წითელი ხახვი
- 50 გ ზეითუნის ზეთი
- 1 კგ წითელი მშრალი ღვინო
- 50 გ ღვინის ძმარი
- 100 გ შაქარი
- 3,5 გ მარილი
- 2 გ ვაშლის მჟავა
- 0,5 გ შავი წიწაკა
მომზადების წესი:
1. ხახვი გაასუფთავეთ და ძალიან თხელ ზოლებად დაჭერით.
2. ღრმა ტაფაში ზეითუნის ზეთი ჩაასხით და ხახვი დაუმატეთ. აურიეთ და ხახვი სუსტ ცეცხლზე თუშეთ. რბილი უნდა გახდეს და წვენი გამოვიდეს. მთავარია, არ დაიწვას. მოწითალო ქერქი არ გვჭირდება.
3. წითელი მშრალი ღვინო და ძმარი აურიეთ. ცეცხლზე დადგით და 105 გრამამდე ხარშეთ.
4. რბილი ხახვი ძმრის ნარევს დაუმატეთ. სოუსი სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, სანამ თითქმის მთელი სითხე არ აორთქლდება. ახლა შაქარი, მარილი და ვაშლის მჟავა დაუმატეთ. სრულ გახსნამდე აურიეთ. ჯემი ხარშეთ, სანამ ხახვი ნაზი და სქელი არ გახდება. ჯემის მსგავსი კონსისტენცია უნდა მიიღოთ.
5. ცეცხლიდან გადმოდგით, წიწაკა დაუმატეთ და გააჩერეთ. მზა სოუსი სტერილურ ქილაში ჩაასხით.
ხახვის სოუსი დიდხანს შეგიძლიათ შეინახოთ. გრილ ადგილას გაიტანეთ. ნებისმიერ კერძს შეგიძლიათ დაუმატოთ. მაგალითად, მწვადს, რადგან ხორცის გემოს ახლებურად ხსნის. სტუმრები მწვადში ნაკლოვანებებს ვერ შეამჩნევენ, თუ ამ სოუსს დაუმატებთ. ღორის დაბეგვილ ხორცსაც იდეალურად უხდება. საინტერესო გემოს იძლევა. პირდაპირ ქილიდან კოვზობით შეგიძლიათ მიირთვათ, იმდენად გემრიელია. მოამზადეთ და თავად დარწმუნდით.