8 ყველაზე გემრიელი ცომის რეცეპტი. სამოთხე ცომეულის მოყვარულებისთვის!

4669

რა შეიძლება იყოს შინაურულ ცომეულზე უკეთესი? ისიც, კი ვინც ფქვილიანის ჭამას ერიდება, სახლში გამომცხვარ ნაწარმზე უარს არ იტყვის. აი, 8 მარტივი რეცეპტი, რომელიც ყველაზე გემრიელი კულინარიული შედევრების გამოცხობაში დაგეხმარებათ.

ამ რეცეპტებით შეიარაღდით და თამამად მოამზადეთ. მაშინაც კი, თუ ადრე კარგი ცომი არ გამოგდიოდათ, ამ რეცეპტებით შეძლებთ, რადგან საქმე სწორად შერჩეულ პროპორციებშია.

კეფირის ცომი ყველით

ინგრედიენტები:

  • 1 ფინჯანი კეფირი
  • 1 ფინჯანი გახეხილი ყველი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 2/3 ჩ/კ სოდა
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 2 ჭიქა ფქვილი

მომზადება:

თუ ყველას მსხვილ სახეხზე გახეხავთ, შესანიშნავი ცომი გამოგივათ კვერებისთვის და სოსისებისთვის. თუ ყველს წვრილ სახეხზე გახეხავთ, კარგი ცომი გამოვა სხვა, უფრო პატარა ნაწარმისთვის, მაგალითად, ხვეულებისთვის.

უმარილო ცომი არაჟანზე

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 1 კვერცხი
  • 100 გრ რძე
  • 50 გრ გამდნარი მარგარინი

მომზადება:

ამ ცომისთვის პროდუქტებს ნებისმიერ სახლში იპოვით. განსაკუთრებით უხდება სხვადასხვა შიგთავსის ღვეზელებს.

საფუარის ცომი კეფირზე

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა კეფირი
  • 0,5 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ მშრალი საფუარი
  • 2,5 ჭიქა ფქვილი

მომზადება:

ცომი უცხიმო, ჰაეროვანია და უტკბილო ნაწარმს კარგად უხდება. საფუარი ოთახის ტემპერატურის კეფირში გახსენით. შემდეგ დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. 1,5 საათით ამოსასვლელად გააჩერეთ.

ცომი კეფირზე: ხუთწუთიანი

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა კეფირი
  • 1 ჩ/კ სოდა

მომზადება:

სოდა და კეფირი აურიეთ, კვერცხი, მარილი, ფქვილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ცომი ჰაეროვანი და სრულად უცხიმო გამოვა. ნაწარმის შიგთავსი ზედმეტად თხევადი არ უნდა იყოს.

ერბოზელილი, საფუარის ცომი აფუების გარეშე

ინგრედიენტები:

  • 300 მლ შრატი (შეგიძლიათ რძე ან კეფირი)
  • 50 გრ ახალი ან 1 ჩ/კ მშრალი საფუარი
  • 250 გრ მარგარინი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 4-5 ჭიქა ფქვილი
  • 3 კვერცხი

მომზადება:

საფუარი თბილ შრატში გახსენით. მარგარინი გაადნეთ. ცომი ყველა ინგრედიენტისგან მოზილეთ და მაცივარში შეინახეთ. ცომი ძალიან სქელი არ გააკეთოთ, რადგან მაცივარში მარგარინი სწრაფად მაგრდება. სჯობს ღამით გააკეთოთ, ასე დილით უკვე ცხობას შეუდგებით.

საფუარის ცომი აფუების გარეშე

ინგრედიენტები:

  • 0,5 ლ რძე
  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1/3 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 4-5 ჭიქა ფქვილი
  • 30 გრ სველი საფუარი

მომზადება:

თბილ რძეში საფუარი გახსენით. მარილი, შაქარი, ზეთი და ფქვილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, პაკეტში მოათავსეთ და ზემოდან შეკარით. ამოსასვლელად გააჩერეთ. ცომი მაცივარში მთელი ღამე შეინახეთ. ეს ცომი საცხობად გამოდგება, მაგრამ კვერების და მსგავსი ნაწარმის შეწვა ერთი დიდი სიამოვნებაა.

საფუარის ცომი სოდით, რომელიც არასდროს გიმტყუნებთ

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 150 გრ მარგარინი
  • 200 გრ არაჟანი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 0,5 შეფუთვა სველი საფუარი (50 გრ)
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 4 ჭიქა ფქვილი (დაახლოებით)
  • 0,5 ჩ/კ მარილი

მომზადება:

საფუარი 50 გრ თბილ წყალში გახსენით, გამდნარი მარგარინი და შაქართან ერთად ათქვეფილი კვერცხი, არაჟანი სოდასთან და მარილთან ერთად დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ფქვილი დაუმატეთ. ცომი მაგარი უნდა იყოს. ნარევი 10 წუთით გააჩერეთ. ცომს ფორმა მიეცით, პირსახოცი გადააფარეთ და ზუსტად 40 წუთით გააჩერეთ. 40 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ცხობას შეუდგეთ.

ხაჭოს ცომი

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა (250 მლ) ფქვილი
  • 200 გრ ხაჭო
  • 100 გრ რბილი კარაქი
  • 2/3 ჩ/კ სოდა
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1 კვერცხი
  • 100 გრ შაქარი

მომზადება:

ფქვილი, სოდა და მარილი აურიეთ. ცალკე კარაქი შაქართან ერთად ათქვიფეთ, ხაჭო და კვერცხი დაუმატეთ, კარგად აურიეთ. არც თუ ისე ძალიან მაგარი ცომი მოზილეთ. ხაჭოს ცომის ნაწარმი ძალიან რბილი და ნაზი გამოვა. ის იდეალურია თაფლაკვერის და ტკბილი ღვეზელების გამოსაცხობად.

ეს ჯადოსნური რეცეპტები თქვენ არა ერთხელ გადაგარჩენთ. თქვენთვის შეინახეთ. ცომის სასარგებლო რეცეპტების მეგობრებისთვის სოციალურ ქსელში გაზიარება არ დაგავიწყეთ!