სახლში გამომცხვარი ალუბლის ნამცხვარი

1748

ეს ნამცხვარი მზადდება გაყინული ალუბლისგან. ამისგან ნამცხვარს გემოა ცოტაც კი არ უფუჭდება.

პირიქით, მეტად გემრიელი და არომატული ხდება.

შეგიძლიათ ალუბალი ჩაანაცვლოთ თქვენთვის სასურველი ხილი.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 320გ
  • შაქარი 200გ
  • მცენარეული ზეთი 120მლ
  • რძე 200მლ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ვანილი 10გ
  • გამაფხვიერებელი 2 ჩაის კოვზი
  • მარილი მწიკვი
  • შაქრის ფხვნილი

მომზადება

  1. ღრმა ჯამში მოათსვეთ კვერცხი და შაქარი.
  2. ათქვიფეთ მიქსერით აქაფებამდე.
  3. შემდეგ ჩაასხით მცენარეული ზეთი და გააგრძელეთ თქვეფა.
  4. ჩაასხით რძე და გაარგრძელეთ თქვეფა.
  5. მოაყარეთ ვანილი და მარილი.
  6. ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.
  7. მოზილეთ თხელი ცომი.
  8. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და წაუსვით მცენარეული ზეთი.
  9. ჩაასხით ფორმაში ცომი, მოასწორეთ და მოფანტეთ ალუბალი, ოდნავ დამალეთ ცომში.
  10. გამოაცხვეთ 165-170 ჰრადუსზე 45-55 წუთი.
  11. მზადება აკონტროლეთ ხის წკირით.
  12. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!