ჭარხლისგან მომზადებული შეუდარებელი კერძი

1491

არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ ჭამენ სტაფილოს, კომბოსტოს და ჭარხალს. მაგრამ, როცა ზამთრის პერიოდში სალათის მომზადება გვინდა ჭარხალი შეუცვლელია, რადგან სხვა ბოსტნეული საშინლად ძვირი ღირს. დღეს ჩვენ დაგანახებთ ჭარხლის ნამდვილ სსახეს, რომლის შემდეგაც ტქვენ მას აუცილებლად შეიყვარებთ.

უგემრიელესი კერძი ჭარხლით

ჭარხალი მართლაც უნიკალური პროდუქტია, ის ხილს და სხვადასვა ბოსტნეულს ძალიან უხდება. ზამთრის პერიოდში ძალიან პოპულარულია ჭარხლისგან მომზადებული პიკანტური სალათები. ჭარხალი ძალიან ხელმისაწვდომი და იაფი პროდუქტია. დღეს ჩვენ მისგან მოვამზადებთ თბილ კერძს.

ინგრედიენტები

  • 400გ ჭარხალი
  • 200გ ლეჩო
  • 1 ხახვი
  • 4 მწნილი კიტრი
  • 4 კბილი ნიორი
  • 4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი კორიანდრი
  • 2 სუფრის კოვზი ძმარი
  • 2 სუფრის კოვზი ფიჭვის კაკალი
  • 1 კონა კამა
  • მარილი გემოვენებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.გაასუფთავეთ და დაჭერით ხახვი ნახევარწრეებად. შეწვით ზეთში.

2.უმი ჭარხალი გაასუფთავეთ და გახეხეთ მსხვილად.

3.ჭარხალი და ძმარი დაუმატეთ ხახვს, შეწვით 15 წუთის განმავლობაში.

4.მსხვილად გახეხეთ კიტრი.

5.კიტრი დაუმატეთ ჭარხალს და კარგად მოურიეთ. დაუმატეთ მარილი, წიწაკა და ქინძი, ისევ კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს.

6.ტაფაზე მოათავსეთ ლეჩო და თუშეთ 7-10 წუთი.

7.წვრილად დაჭერით კამა, დაჭყლიტეთ ნიორი, დაუმატეთ ლეჩოს და მოურიეთ. მზა კერძს დააფარეთ თავზე და გააჩერეთ 10 წუთი. საუკეთესო კერძიც მზად არის!

მაომზადეთ საოცარი სალათი და ისიამოვნეთ. გემრიელად მიირთვით!