მრავალფენიანი ბისკვიტის პეროგი შიგთავსით ჩაიზე მისაყოლებლად

346

ორფერიანი პეროგი ჩვენი ოჯახის ფავორიტია. როგორ არ უწოდებენ: „ინ–იანი“, დღე და ღამე“ ან „სიკეთე და ბოროტება“. სახელების განსხვავების მიუხედავად ნამცხვარი ყველას უყვარს და მის მომზადებას თითქმის ყოველდღე ითხოვენ.

მრავალფენიანი პეროგი ხაჭოს შიგთავსით ნებისმიერი დიასახლისის ოცნებაა. სახლში გამომცხვარი ცომეული, რომელიც მთელ სახლს არომატით ავსებს, მარტივად მზადდება. დამწყებიც გაუმკლავდება.

როგორ მოვამზადოთ ორფერიანი პეროგი ხაჭოს შიგთავსით

შინაურული პეროგი კარგი რომ გამოვიდეს, 9% ცხიმიანობის ხაჭო შეარჩიეთ. არაჟანი ნებისმიერი გამოგადგებათ. გახსოვდეთ, რომ ყველა ინგრედიენტი ახალი და მაღალი ხარისხის უნდა იყოს.

ინგრედიენტები:

  • 200 მლ კეფირი
  • 330 გ ხორბლის ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 280 გ შაქარი
  • 150 მლ მზესუმზირას ზეთი
  • 1 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • 0,6 ჩ/კ ვანილი
  • 250 გ ხაჭო
  • 50 გ არაჟანი
  • 2 ჩ/კ სიმინდის სახამებელი
  • 1 ს/კ ლიმონის ცედრა
  • 70 გ შავი შოკოლადი
  • 70 გ კარაქი

მომზადების წესი:

1. შიგთავსის მოსამზადებლად ხაჭო, 1 კვერცხი, 80 გ შაქარი, არაჟანი, სიმინდის სახამებელი, ნახევარი ვანილი და ლიმონის ცედრა დაუმატეთ. ნარევი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

2. ცომის მოსამზადებლად მშრალი ინგრედიენტები აურიეთ: 300 გ ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა და დარჩენილი ვანილი.

3. 2 კვერცხი დარჩენილ შაქართან ერთად ათქვიფეთ, კეფირი და მზესუმზირას ზეთი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

4. კვერცხი–კეფირის მასას მშრალი ინგრედიენტების ნარევი დაუმატეთ და აურიეთ.

5. ცომი ორ ნაწილად გაყავით. ერთ ნაწილს დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ, მეორეს – კაკაოს ფხვნილი. ორივეს აურიეთ.

6. საცხობ ფორმაში თეთრი ცომი თანაბრად გაანაწილეთ, ზემოდან ხაჭოს შიგთავსი დაუმატეთ, ბოლოს – შოკოლადის ცომი. 180 გრადუსზე 50 წუთით აცხვეთ.

7. კარაქი და შოკოლადი გაადნეთ. მიღებული ჭიქური პეროგს მოასხით.

პეროგის რეცეპტი შეინახეთ, რომ უახლოეს მომავალში დიდებული დესერტი მოამზადოთ. აქსიომას დამტკიცება არ სჭირდება, რომ მაღაზიის ცომეული სახლში გამომცხვარს ვერასდროს შეედრება. სწორედ ამიტომ, არ იზარმაცოთ და ახლობლები გემრიელობებით გაახარეთ.