ქათმის მომზადების რეცეტების ჩამოსათვლელად თითები არ გეყოფათ: შემწვარი, მოხარშული, მოთუშული, გამომცხვარი, ორთქლზე მომზადებული! დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, გაიხსენოთ წვნიანი ქათმის მივიწყებული რეცეპტი, რომელიც უჩვეულოდ მზადდება 3-ლიტრიან ქილაში. ჩვენი ბებიები არ იყენებდნენ თანამედროვე ჭურჭელს: ოჯახის დასაპურებლად საკმარისი იყო მარტივი ინგრედიენტები და ქილა!
“გასტრონომია” მოგითხრობთ, როგორ მოამზადოთ ქათამი ქილაში წყლისა და ზეთის გარეშე , საკუთარ წვენში. იმდენად ნაზი და წვნიანი გამოდის, რომ შეიძლება თითები მოიკვნიტოთ! ჩვენი ბებიები მხოლოდ ასე ამზადებდნენ!
ინგრედიენტები
- 1 კგ ქათმის ხორცი
- 10 საშუალო კარტოფილი
- 1 ც ხახვი
- 1 ც სტაფილო
- 2 ც პომიდორი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
- შავი პილპილის კაკლები გემოვნებით
მომზადება
1. დაჭერით ქათამი, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
2. გათალეთ კარტოფილი, ხახვი, სტაფილო, პომიდორთან ერთად დაჭერით საშუალო კუბებად. კარტოფილი მოათავსეთ ცალკე თასში და მარილი დაუმატეთ.
3. მოათავსეთ ინგრედიენტები ქილაში ფენა-ფენად, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი. არ შეავსოთ ბოლომდე, რათა ქილა არ გასკდეს. დააფარეთ ფოლგა.
4. შედგით ცივ ღუმელში. შემდეგ გამოაცხვეთ 180-გრადუსიან რეჟიმზე 1,5 საათის განმავლობაში.
5. უგემრიელესი ქათმის კერძი მზადაა! ამგვარად მომზადებული გაცილებით უკეთესი გამოდის!
ყოველი ლუკმა პირში რომ დნებოდეს, სცადეთ ეს რეცეპტი. ქილაში მომზადება იმით არის კარგი, რომ არ არის საჭირო ალგორითმების დაცვა: შეგიძლიათ ჩაატაროთ ექსპერიმენტები – შედეგი კი მუდამ საოცარი იქნება. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!