ძალიან ადვილი და გემრიელი ბანანის სოუსის რეცეპტი

1440

თუ უბრალო აჯიკა და კეტჩუპი მოგბეზრდათ, ნაცნობი კერძებისთვის სცადეთ ახალი საკმაზის მომზადება. არომატული, ცხარე ბანანის სოუსი იდეალური დასაყოლებელია ხორცის კერძებისთვის. კურკუმა და ჯანჯაფილი სოუსს სასარგებლოს ხდის, მას უჩვეულო და პიკანტური გემო აქვს.

ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ გემრიელი ბანანის სოუსი ხორცისთვის.

მარტივი და გემრიელი სოუსი 

ინგრედიენტები

  • 1 ც დიდი ზომის ბანანი
  • 1 ც ხახვი
  • 3 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 2 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 0,5 ჩ.კ. მშრალი ჯანჯაფილი
  • 0,5 ჩ.კ. კურკუმა
  • 0,5 ჩ.კ. მუსკატის კაკალი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. გაარჩიეთ ბანანი, დაჭყლიტეთ, დაუმატეთ სანელებლები და ლიმონის წვენი.

2. მცენარეულ ზეთში შეწვით ხახვი.

3. ბანანის მასას დაუმატეთ შემწვარი ხახვი და სოიოს სოუსი. ყველაფერი კარგად დააბლენდერეთ.

4. სოუსი იდეალურია ხორცის კერძებთან. მისი გამოყენება შეგიძლიათ მარინადის სახითაც. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ცხარე პილპილი.