იჭრება კარაქივით და დნება პირდაპირ პირში. ტორტი “ფუტკარი” ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა

21490

დღევანდელ სტატიაში მსურს, გაგიზიაროთ უგემრიელესი დესერტის მომზადების მარტივი რეცეპტი. ტორტი “ფუტკარი” თავისი საოცარი არომატითა და გემოთი ყველა სტუმარსა და ოჯახის წევრს შეაყვარებს თავს.

უგემრიელესი კრემით გაჯერებული თაფლის ძალიან თხელი და ფაფუკი ფირფიტები – გემრიელად ჟღერს, არა? არ მეგულება ტკბილეულის მოყვარული ისეთი ადამიანი, რომელიც ამ დესერტის მიმართ გულგრილი დარჩება. როდესაც საკუთარი ხელით ეს ტორტი პირველად მოვამზადე და შვილებთან ერთად დავაგემოვნე, მისმა საოცარმა არომატმა, გემომ და სინაზემ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ახლა უკვე რეგულარულად ვამზადებ მას. გირჩევთ, თავად იხელმძღვანელოთ სტატიაში მოცემული მარტივი ინსტრუქციით და გაუმასპინძლდეთ მეგობრებს თაფლის ძალიან გემრიელი ტორტით ფინჯან ჩაისთან ერთად. მერწმუნეთ, ისინი აუცილებლად მოგთხოვენ რეცეპტის გაზიარებას…

ტორტი “ფუტკარი”

ინგრედიენტები ფირფიტებისთვის:

  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. თაფლი
  • 250 გრამი შაქარი
  • 500-550 გრამი ფქვილი
  • 50 გრამი კარაქი
  • 1 ჩ.კ. საჭმელი სოდა

ინგრედიენტები კრემისთვის:

  • 500 მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 150-200 გრამი შაქარი
  • 100 გრამი კარაქი
  • ვანილი

მომზადება:

1. ღრმა ქვაბში შეურიეთ ერთმანეთში კვერცხი, შაქარი, კარაქი და თხევადი თაფლი.

2. დადქით ქვაბი დაბალ ცეცხლზე და ურიეთ შაქრის სრულ გახსნამდე.

3. როდესაც შაქარი კარგად გაიხსნება, ჩაამატეთ შემთბარ ნარევში სოდა. მასა აქაფდება და მოცულობაში დაახლოებით 2-ჯერ გაიზრდება. ამ პროცესის დაწყებიდან კიდევ 30 წამის განმავლობაში ენერგიულად ურიეთ და შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.

4. ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაამატეთ ფქვილი თბილ მასაში. მუდმივად ურიეთ კოვზის გამოყენებით. როდესაც მასა გაცივდება, შეუდექით ცომის ამოყვანას ხელებით.

5. მზა ცომი გაყავით 8 თანაბარ ნაწილად, შეკარით ბურთები, მოათავსეთ თეფშზე და ზემოდან გადააკარით სტრეჩი (საკვების პლიონკა). დააყოვნეთ ცომის ბურთები მაცივარში.

6. პარალელურად შეუდექით კრემის მომზადებას.

7. საშუალო ზომის ქვაბში შეურიეთ ერთმანეთში მოცემული რაოდენობით ფქვილი, შაქარი, ვანილი (პატარა შეფუთვა) , კვერცხი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნელ-ნელა, მუდმივი მორევის პირობებში ჩაამატეთ რძე.

8. დადგით ქვაბი ამ შიგთავსით დაბალ ცეცხლზე და გაუჩერებლად ურიეთ მას, რათა თავიდან ავირიდოთ ფქვილის მყარი მასების ფორმირება. როდესაც კრემი შედედდება და დუღილს დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან.

9. ცხელ მასაში დაამატეთ დარბილებული კარაქი და ურიეთ კარგად მის სრულ გახსნამდე. გადააკარით ჭურჭელს, რომელშიც კრემი გაქვთ მოთავსებული, სტრეჩი და მიეცით დრო ოთახის ტემპერატურამდე გასაგრილებლად.

10. გამოიღეთ ცომის გუნდები მაცივრიდან. პერგამენტის ქაღალდს მოაყარეთ მცირეოდენი ფქვილი და კარგად გააბრტყელეთ მასზე ცომის პირველი ბურთი. გადაიტანეთ მიღებული თხელი ფირფიტა საცხობ ფორმაზე და მოათავსეთ ის 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში სულ რაღაც 3-4 წუტით. გაიმეორეთ იგივე პროცედურა ცომის ყველა ბურთისთვის. თქვენ მიიღებთ 8 თხელ ფირფიტას.

11. სანამ ფირფიტები თბილი და რბილი იქნება, დაადეთ მას ზემოდან სასურველი დიამეტრის მრგვალი საგანი და შემოჭერით ლამაზად. ფირფიტის ეს ნაჭრები არ გადაყაროთ, დაფქვით ისინი ბლენდერის გამოყენებით.

12. როდესაც ფირფიტები გაცივდება, შეუდექით მათ დაკრემვას. ფენა-ფენად ერთი მთლიანი მასის აშენების შემდეგ მორჩენილი კრემი კარგად წაუსვით მას გვერდებზეც. როდესაც ტორტს ბოლომდე დაკრემავთ, მოაყარეთ მას დაფქული მასა.

13. დაგემოვნებამდე რეკომენდებულია ტორტის დაყოვნება მაცივარში რამდენიმე საათით.

14. უგემრიელესი ტორტი, სახელწოდებით “ფუტკარი”, მზად არის. გემრიელად მიირთვით!

ვიმედოვნებთ, რომ ეს რეცეპტი თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. ტორტი “ფუტკარი” საოცრად ნაზი, ფაფუკი, არომატული და გემრიელია. ცადეთ და ამაში თავად დარწმუნდებით. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!