შოკოლადისა და ბანანის საოცრად გემრიელი პუდინგი განსაკუთრებული დღისთვის

867

შოკოლადისა და ბანანის პუდინგი ყველაზე ჰარმონიული და დელიკატური გემოთი გამოირჩევა. ის შეგიძლიათ მოამზადოთ განსაკუთრებული დღისთვის, ასევე ყოველდღიურად. არჩევანი თქვენზეა.

ინგრედიენტები: 

  • 125 გ კარაქი, დარბილებული
  • 100 გ მუქი ყავისფერი შაქარი
  • 2 დიდი კვერცხი
  • 125 გ ფქვილი
  • 30 გ კაკაო
  • 1 ½ ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 60 მლ რძე
  • 60 გ ნუში, დაფქული
  • 2 დიდი მწიფე ბანანი, დასრესილი
  • 100 გ შავი შოკოლადი, მსხვილად დაჭრილი
  • ათქვეფილი ნაღები ან ნაყინი – სუფრაზე მისატანად

მომზადების წესი:

  1. გადაუსვით ცხიმი 1-1,5 ლ მოცულობის ცეცხლგამძლე პუდინგის ჭურჭელს.
  2. საშუალო ზომის ჯამში, მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, სანამ კრემისებური არ გახდება.
  3. სათითაოდ ჩაახალეთ კვერცხები, კარგად ათქვიფეთ.
  4. პატარა ჯამში შეურიეთ ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი. მშრალი ინგრედიენტები და რძე კვერცხიან  მასას დაუმატეთ. კარგად მოურიეთ.
  5. შეურიეთ ერთმანეთს ნუში, ბანანი და შოკოლადი.
  6. ჩაასხით ეს ნაზავი პუდინგის ჭურჭელში. დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი ან ფოლგა ისე, რომ საკმარისი ადგილი დარჩეს პუდინგის ასაფუებლად. გარშემო შემოახვიეთ ძაფი და კარგად დაამაგრეთ.
  7. პუდინგი დიდ ქვაბში მოათავსეთ, ჩაასხით იმდენი ადუღებული წყალი, რომ ჭურჭელს შუამდე მოადგეს. მჭიდროდ დააფარეთ თავზე. პუდინგი მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე, 1 ½-2 საათი, თუ საჭირო გახდება, ქვაბში წყალი ჩაუმატეთ. როდესაც პუდინგის გულში ჩარჭობილ ჩხირს მშრალს ამოიღებთ, გაზქურა გამორთეთ. პუდინგი ქვაბიდან ამოიღეთ და დადგით 10 წუთი.
  8. სუფრაზე თბილი მიიტანეთ, ნაყინთან ან ათქვეფილ ნაღებთან ერთად.