თეთრი ტორტი – ამომავალი მზის ქვეყნიდან

951

თეთრი ტორტი – საოცრად გემრიელი დესერტია, რომელზეც გიჟდებიან ბავშვები.

ამ დესერტმა უდიდესი პოპულარობა მისი დიზაინითა და მზადების მარტივი ხერხით მოიპოვა.

თქვენი სტუმრების გაოცება ამ დესერტით ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

 ინგრედიენტები

ცომისთვის

  • ხორბლის ფქვილი 240გ
  • რძე 650მლ
  • შაქარი 90გ
  • კარაქი 50გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • მწვანე იაპონური ჩაის “მაჩატა” – 10გ

კრემისთვის

  • 35% ნაღები 600მლ
  • შაქარი 100გ
  • ვანილი 4გ

მომზადება

  1. ღრმა ჯამში მოათავსეთ ფქვილი და ჩაი, რომელიც დესერტს მწვანე შეფერილობას აძლევს.
  2. შეგიძლიათ სხვა სახლის ფქხვნილი გამოიყენოთ ფერის მისაცემად.
  3. ფქვილისა და ჩაის მასა გამოწურეთ და დაუმატეთ შაქარი. კარგად მოურიეთ.
  4. მიღებულ მასაში ჩატეხეთ კვერცხი.
  5. მასას ურიეთ იქამდე სანამ არ გახდება სრულიად ერთგვაროვანი.
  6. ნელ-ნელა ჩაასხით რძე, არ შეწყვიტოთ თქვეფა.
  7. მიღებული მასა უნდა იყოს საკმაოდ თხელი.
  8. ცომს დაუმატეთ გამღვალი კარაქი. ისევ კარგად მოურიეთ.
  9. მიღებული ბლინის ცომი გამოწურეთ.
  10. სუფთა ცომი დაასვენეთ 30 წუთი.
  11. დაიწყეთ ცხობა. კარგად გააცხელეთ ტაფა, წაუსვით ცოტა ზთი.
  12. ბლინები შეწვით სტანდარტულად.
  13. ეცადეთ ბლინის სისქე მაქსიმალურად დაათხელოთ.
  14. გრილი ნაღები მოათავსეთ ჯამში შაქარტან და ვანილტან ერთად, ათქვიფეთ.
  15. 30 წუთი შეინახეთ მაცივარში.
  16. ბლინები დაჭერით ერთ ზომაზე.
  17. მითითებული ინგრედიენტებით უნდა გამოგივიდეთ 15 ცალი.
  18. დაიწყეთ აწყობა – თითოეულ ბლინს წაუსვით კრემი და მოატავსეთ ერთმანეთზე.
  19. ბოლო ბლინს არ წაუსვათ კრემი.
  20. მზა ტორტი მოათავსეთ მაცივარში 2 საათი.
  21. გრილ ტორტს ზემოდან მოაყარეთ ჩაი “მაჩატა”.

გემრიელად მიირთვით!