ქათმის “ბომბები” :ინგრედიენტების იდეალური კომბინაცია, რომელიც ყველას მოეწონება.

713

დღეს ჩვენ უგემრიელესი ქათმის “ბომბების” რეცეპტს გაგიზიარებთ. ეს კერძი ჩემს ოჯახის წევრებს ძალიან უყვართ, ამიტომაც მე მას ხშირად ვამზადებ.

მხოლოდ 5 ინგრედიენტი და დაუვიწყარ კერძს შექმნით.

ინგრედიენტბი

  • 500გ ქათმის ფილე
  • 300გ სოკო
  • 70გ ყველი
  • 3 სუფრის კოვზი ნაღები
  • 1 ხახვი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.წვრილად დაჭერით ხახვი და სოკო, მოთუშეთ მცენარეულ ზეთში საშუალო ცეცხლზე, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

2.გახეხეთ ყველი. დაუმატეთ სოკოს ხახვთან და ნაღებთან ერთად. მოურიეთ.

3.დაბეგვეთ ქათმის ფილე, მოაყარეთ მარილი და წიწაკა, თითოეული ნაჭრის ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი.

4.დაახვიეთ ხორცი, დააფიქსირეთ ხის წკირებით.

5.თითოეული “ბომბა” შეახვიეთ ფოლგაში (წინასწარ წაუსვით ზეთი).

6.გამოაცხვეთ 200 გრადუზე 30 წუთი, შემდეგ მოახსენით ფოლგა და გამოაცხვეთ 5-10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!