ფენოვანი ხვეულები ცილის უგემრიელესი კრემით

699

90 წლებში გაზრდა ერთი დიდი სიამოვნება იყო. უდარდელი და მხიარული ბავშვობა სადაც ერთადერთი გასართობი ტეტრისი და ტამაგოჩი იყო. რა გემრიელ დესერტებს გვიმზადებდენ დედები და ბებიები! ფუნთუშები, ორცხობილები, ღვეზელები ჯემით და ასე შემდეგ. ჩემთვის ყველაზე საყვარელი კრემიანი ხვეულები იყო.

ეს რეცეპტი – უბრალოდ შედვრია! ცომით და გულსართიც უმარტივესად მზადდება. ამ ტკბილეულის დამსახურებით ბავშვობის წლების გახსენება უტკბილესად შემიძლია.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 2,5 ჭიქა
  • კვერცხის გული 2 ცალი
  • წყალი 1,25 ჭიქა
  • მარილი 0,25 ჭიქა
  • ლიმონის წვენი 1მლ
  • კარაქი 200გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • კვერცხის ცილა 3 ცალი
  • შაქრის ფხვნილი 6 სუფრის კოვზი

მომზადება

1.კვერცხის 2 გულს დაუმატეთ ჭიქა წყალი, 16 წვეთი ლიმონის წვენი და მარილი.

2.მარილის გახსნის შემდეგ ნელ-ნელა მოაყარეთ გაცრლი ფქვილი და მოზილეთ ცომი. დაასვენეთ 30 წუთი.

3.ჯამში დაჭყლიტეთ კარაქი, დაუმატეთ 3 ჩაის კოვზი ფქვილი და მოურიეთ. მასას მიეცით ოთხკუთხედის ფორმა.

4.ფქვილიან ზედაპირზე მოათავსეთ ცომი და ჯვარედინად ჩაჭერით. გააბრტელეთ ცომი ისე, რომ ცომის ცენტრი კიდეებთან შედარებით სქელი იყოს. ცენტრში მოათავსეთ კარაქის მასა და შეფუთეთ ცომში.

5.ცომი ცენტრიდან გაააბრტყელეთ და მიეცით მართკუთხედის ფორმა. გადაკეცეთ 4 ნაწილად და დაასხვენეთ 10 წუთი. ისევ მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ. გადაფერთხეთ ფქვილი და გადაკეცეთ 4 ნაწილად. გააგრილეთ და 20 წუთის შემდეგ ისევ გააბრტყელეთ. 30 წუთიანი ლოდინის შემდეგ პროცედურა ბოლოჯერ გაიმეორეთ.

6.მზა ცომი დაჭერით გრძლად ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

7.თითოეული ნაჭერი შემოახვიეთ კონუსს.

8.საცხობ ფორმას მიაპკურეთ ცივი წყალი და გადაანაწილეთ ხვეულები. წაუსვით კვერცხი და გამოაცხეთ 20 წუთი 240 გრადუსზე.

9.სანამ ხვეულები გრილდება მოამზადეთ კრემი. ქვაბში მოათავსეთ შაქრის ფხვნილი, ჩაასხით მეოთხედი წყალი, კარგად მოურიეთ, უნდა მიიღოთ სიროპის კონსესტენცია.

10.ათქვიფეთ ცილა ამოფუებამდე, ნელ-ნელა ჩაასხით სიროპი. ათქვიფეთ კარგად, დაუმატეთ 5 წვეთი ლიმონის წვენი.

11.კრემი მოათავსეთ ტომარაში და ამოავსეთ ხვეულები. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!