შოკოლადისა და ბანანის პუდინგი ყველაზე ჰარმონიული და დელიკატური გემოთი გამოირჩევა. ის შეგიძლიათ მოამზადოთ განსაკუთრებული დღისთვის, ასევე ყოველდღიურად. არჩევანი თქვენზეა.
ინგრედიენტები:
- 125 გ კარაქი, დარბილებული
- 100 გ მუქი ყავისფერი შაქარი
- 2 დიდი კვერცხი
- 125 გ ფქვილი
- 30 გ კაკაო
- 1 ½ ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 60 მლ რძე
- 60 გ ნუში, დაფქული
- 2 დიდი მწიფე ბანანი, დასრესილი
- 100 გ შავი შოკოლადი, მსხვილად დაჭრილი
- ათქვეფილი ნაღები ან ნაყინი – სუფრაზე მისატანად
მომზადების წესი:
- გადაუსვით ცხიმი 1-1,5 ლ მოცულობის ცეცხლგამძლე პუდინგის ჭურჭელს.
- საშუალო ზომის ჯამში, მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, სანამ კრემისებური არ გახდება.
- სათითაოდ ჩაახალეთ კვერცხები, კარგად ათქვიფეთ.
- პატარა ჯამში შეურიეთ ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი. მშრალი ინგრედიენტები და რძე კვერცხიან მასას დაუმატეთ. კარგად მოურიეთ.
- შეურიეთ ერთმანეთს ნუში, ბანანი და შოკოლადი.
- ჩაასხით ეს ნაზავი პუდინგის ჭურჭელში. დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი ან ფოლგა ისე, რომ საკმარისი ადგილი დარჩეს პუდინგის ასაფუებლად. გარშემო შემოახვიეთ ძაფი და კარგად დაამაგრეთ.
- პუდინგი დიდ ქვაბში მოათავსეთ, ჩაასხით იმდენი ადუღებული წყალი, რომ ჭურჭელს შუამდე მოადგეს. მჭიდროდ დააფარეთ თავზე. პუდინგი მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე, 1 ½-2 საათი, თუ საჭირო გახდება, ქვაბში წყალი ჩაუმატეთ. როდესაც პუდინგის გულში ჩარჭობილ ჩხირს მშრალს ამოიღებთ, გაზქურა გამორთეთ. პუდინგი ქვაბიდან ამოიღეთ და დადგით 10 წუთი.
- სუფრაზე თბილი მიიტანეთ, ნაყინთან ან ათქვეფილ ნაღებთან ერთად.