შინაურული დაკეპილი, მოხარშული ძეხვი: მაღაზიის ძეხვის საუკეთესო ალტერნატივა

1093

დღეს გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ შინაურული, სუნელებიანი და გემრიელი ძეხვი ქონის გარეშე! მას ძალიან ორიგინალური გემო აქვს და მაღაზიის ძეხვი ვერც კი შეედრება. რეცეპტში თაფლიც კი შედის. შესაძლოა, სწორედ ამ საიდუმლო ინგრედიენტის წყალობით გამოდის ხორცი ასეთი წვნიანი.

ძეხვის პირველად მომზადებისას ძალიან ვნერვიულობდი: არ მჯეროდა, რომ სახლის პირობებში შეიძლებოდა ისეთი პროდუქტის მომზადება, რომელიც მაღაზიის ძეხვს არც გარეგნობით და არც ხარისხით არ ჩამოუვარდებოდა. გეტყვით, რეცეპტში იმედი ერთხელაც არ გამიცრუვდა! ყოველთვის პირველი ხარისხის წასახემსებელს ვიღებდი.

როგორ მოვამზადოთ შინაურული ძეხვი

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ ძროხის ხორცი
  • 2 გრ დაჭრილი ქათმის ბარკლები უძვლოდ
  • 75 გრ მარილი
  • 350 მლ ბულიონი
  • 1 ს/კ თაფლი
  • 2 ს/კ პაპრიკა
  • 1 ს/კ მსხვილად დაფქული შავი წიწაკა
  • 0,5 ს/კ მუსკატის კაკალი
  • 1 ს/კ ხმელი ნიორი
  • 1 ს/კ ხმელი კამა
  • 1 ს/კ ხმელი რეჰანი
  • შავი წიწაკის მარცვლები ბულიონისთვის
  • ძეხვის გარსი (მაგალითად, 60 მმ სისქის პოლიამიდი)

მომზადება:

  1. ქათმის ხორცს ძვლები და ტყავი მოაშორეთ. ძვლებიდან შავი წიწაკის მარცვლების და მარილის დამატებით ბულიონი მოამზადეთ. გადაწურეთ და მაცივარში შეინახეთ.
  2. ნახევარი ძროხის ხორცი და უფრო ცხიმიანი ნაწილი ქათმის ბარკლების ტყავიანად აიღეთ, ხორცსაკეპ მანქანაში წვრილად გაატარეთ. დარჩენილი ძროხის ხორცი და ქათმის ხორცი 2 სმ ზომის კუბებად დაჭერით.
  3. ფარში დაჭრილ ხორცს აურიეთ, თაფლი დაუმატეთ და აურიეთ. მშრალ თასში მარილი და სანელებლები აურიეთ და ნარევი ფარშს დაუმატეთ. კარგად აურიეთ, ნელ-ნელა ცივი ბულიონი დაუმატეთ.
  4. ძეხვის გარსი ფარშით მჭიდროდ გაავსეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ შიგნით ჰაერი არ მოხვდეს. თუ ჰაერი მაინც მოხვდა, ეს ადგილი წვრილი ნემსით გახვრიტეთ. ბოლოები შეკარით. ძეხვის გარსი ხარისხიანი უნდა იყოს. ამაზე მთელი პროცედურის წარმატება არის დამოკიდებული.
  5. ძეხვი ოთახის ტემპერატურაზე ვერტიკალურად 1-2 საათით დაკიდეთ.
  6. ძეხვი 80-85 გრადუსზე 1,5-2 საათით ხარშეთ.
  7. მზა კერძი ცივი შხაპით სწრაფად გააგრილეთ და გრილ ოთახში 12 საათით დაკიდეთ. ამის შემდეგ ძეხვი ქაღალდში გაახვიეთ და მაცივარში შეინახეთ. გემრიელად მიირთვით!

ამ რეცეპტის ცდის შემდეგ, მეგობრებს ვუამბე, თუ როგორ გააკეთებინათ ძეხვი სახლის პირობებში. დაჭრილი ძეხვი დიდებულად და ძალიან მადის აღმძვრელად გამოიყურება. ძეხვის გემო სურნელოვანი და გაჯერებულია. მთელი გულით გირჩევთ, რომ მისი მომზადება თქვენც სცადოთ. ერთხელ მომზადების შემდეგ დაკეპილი, შინაურული ძეხვი თქვენი სუფრის ხშირი სტუმარი გახდება!