შავი პურის ბურახი სახლის პირობებში

ზაფხულის გაუსაძლის სიცხეში გამაგრილებელი სასმელი ნამდვილი მისწრებაა. დღეს გასწავლით როგორ მოამზადოთ ბურახი სახლის პირობებში – 4 ძირითადი ინგრედიენტისგან. სასმელის ეს ვარიანტი იმდენად გემრიელი გამოდის, რომ მაღაზიაშ მისი ანალოგების შეძენას საბოლოოდ შეწყვეტთ!

ინგრედიენტები:

  • შავი პური – 400 გრამი
  • საფუარი – 10 გრამი
  • ქიშმიში – 50 გრამი
  • წყალი – 4 ლიტრი
  • შაქარი – 150 გრამი

მომზადების წესი:

1. დაჭერით შავი პური საშუალო ზომის ნაჭრებად. მოათავსეთ ჟარუნაზე და 20 წუთით ქურაში შედგით გამოსაშრობად. პური ოდნავ უნდა გამოშრეს.

2. მიღებული ორცხობილები 3 ლიტრიან ქილაში ჩააწყვეთ და 2 ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით. დატოვეთ ქილა და აცადეთ ოთახის ტემპერატურამდე გაცივება.


3. გაწურეთ სითხე მარლით ან საწურით. ოდნავ გამოწურეთ პურიც. პური კვლავ ქილაში მოათავსეთ და 2 ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით. დაახურეთ თავსახური და 1 საათით გააჩერეთ.

4. კვლავ გაწურეთ სითხე. აჯობებს მარლის რამდენიმე ფენა გამოიყენოთ. ორივე სითხე დიდი ზომის ქვაბში გადაიტანეთ და ერთმანეთში აურიეთ.
5. ჭიქაში საფუარი ჩაყარეთ და 2-3 სუფრის კოვზი ბურახი დაასხით. საგულდაგულოდ აურიეთ და საფუარიანი ხსნარი მომავალ ბურახში ჩაასხით. კარგად მოურიეთ.

6. დაუმატეთ ხსნარს შაქარი და ქიშმიში. ურიეთ შაქრის სრულ გალღვობამდე. დაახურეთ ქვაბშ თვსახური და ბურახი ოთახის ტემპერატურაზე 8 საათით დატოვეთ.

7. ბურახი შუშის ქილებში ან ბოთლებში გადაიტანეთდ ა თავი ჰერმეტულად დაახურეთ. შედგით მაცივარში 4 საათით.

შავი პურის ბურახი მზად არის, გემრიელად მიირთვით!