კვერცხის გულზე მომზადებული ნაყინი სახლის პირობებში

1804

ნაღების ნაყინი – ბავშვების საყვარელი დესერტი, რომლის მომზადება სახლის პირობებშიც შეგვიძლია.

სახლის პირობებში მომზადებული ნაყინი

რეცეპტი მართლაც უმარტივესია. ჩვენ დაგვჭირდება 5 ინგრედიენტი. 30 წუთი და თქვენი ბავშვები მიიღებენ საოცარ დესერტს.

ინგრედიენტები

  • 400გ შაქარი
  • 1ლ რძე
  • 100გ კარაქი
  • 1 ჩაის კოვზი სახამებელი
  • 5 კვერცხი

მომზადება

1.ქვაბში ჩაასხით რძე. მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე. თბილ რძეს დაუმატეთ კარაქი. მასა მიიყვანეთ დუღილამდე.

2.ცალკე ჯამში მოათავსეთ შაქარი, სახამებელი და კვერცხის გული. მოურიეთ.

3.ათქვეფილი კვერცხი დაუმატეთ ადუღებულ რძეს. ამავდროულად განუწყვეტლივ ურიეთ. ისევ აადუღეთ მასა. გადმოიტანეთ ცეცხლიდან და მოათავსეთ ქვაბი ცივ წყალში.

4.ცივ წყალში დატოვეთ ქვაბი მასის გაგრილებამდე. ისევ მოურიეთ და გადაანაწილეთ ფორმებში, მოათავსეთ საყინულეში.

გემრიელად მიირთვით!