ყაბაყის კონსერვს ბებიის რეცეპტით ვამზადებ და ზამთრისთვის ვინახავ

303

ყაბაყის სეზონი გახურებულია. ოლადები უკვე შემწვარია, რაგუ მომზადებული, მილიონი რეცეპტი გამოცდილი. დროა ეს ბოსტნეული ზამთრისთვის მოიმარაგოთ. ბებიამ ყაბაყის სალათის საკუთარი რეცეპტი გამიმხილა. 20 წელია ზედიზედ ამ რეცეპტით ყაბაყის კონსერვს ამზადებს. გირჩევთ, თავად სცადოთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია ყაბაყის სალათის შესანიშნავ რეცეპტს გიზიარებთ. ზამთარში ფასდაუდებელია!

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ყაბაყი
  • 700 გ ხახვი
  • 700 გ სტაფილო
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 140 გ პომიდვრის პასტა
  • 3 ს/კ ძმარი (9%)
  • 25 გ მარილი
  • 50 გ შაქარი
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. სალათის მომზადება დაიწყეთ. პირველ რიგში, ყველა ბოსტნეული გარეცხეთ და გააშრეთ. ბოსტნეული დაჭერით. ყაბაყი რგოლებად დაჭერით, ხახვი – ნახევარ რგოლებად. სტაფილო მსხვილად გახეხეთ. საყვარელი მწვანილი დააქუცმაცეთ. მაგალითად, მხოლოდ კამა შეგიძლიათ დაუმატოთ. თუ სურვილი გაქვთ, ოხრახუშიც დაუმატეთ.

2. ხახვი ნახევრად გამჭვირვალობამდე შეწვით. შემდეგ სტაფილო დაუმატეთ. ბოსტნეული ზუსტად 5 წუთით შეწვით. პომიდვრის პასტა დაუმატეთ და კიდევ 10 წუთით მოშუშეთ, ზოგჯერ ურიეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ დაიწვას.

3. ყაბაყი დაუმატეთ. აურიეთ. მარილი და შაქარი დაუმატეთ. ტაფას თავსახური დაახურეთ და კიდევ 10 წუთით მოშუშეთ.

4. მწვანილი დაუმატეთ, კიდევ ზუსტად 3 წუთით შუშეთ. ბოლოს ძმარი დაუმატეთ და კიდევ 2 წუთით შუშეთ. მუდმივად ურიეთ და სუსტ ცეცხლზე შუშეთ. დაწვის საშუალება არ მისცეთ, რადგან სალათს ასე მწარე გემო ექნება.

5. წინასწარ მომზადებულ და სტერილურ ქილებში სალათი ჩააწყვეთ. მჭიდროდ ჩააწყვეთ, რომ მასში მინიმუმი ჰაერი მოხვდეს. მოხუფეთ და გაგრილებამდე შეფუთეთ. ამის შემდეგ სიგრილეში შეგიძლიათ გაიტანოთ.

ყაბაყის სალათი მარტივად მზადდება. 3-4 ქილა გაზაფხულამდე საკმარისია. არაფერია იმაზე მშვენიერი, როცა შუა ზამთარში მოხარშული კარტოფილი და არომატული ყაბაყი შეგიძლიათ მიირთვათ. ცივ ზამთარში ზაფხულის გემოს იგრძნობთ.