ქათმის ოლადები ალბანურად

1131

ალბანური ოლადები ჩვენთვის ჩვეული ოლადებისა და დაბეგვილ კოტლეტებს შორის კერძს წარმოადგენს. მას ფქვილის ნაცვლად სახამებლით ამზადებენ და შემადგენლობაში ქათმის ხორცი და ხახვი შედის.

ალბანური ოლადების მომზადება ძალიან ადვილია, ამიტომ ის ძალიან უყვართ დამწყებ დიასახლისებს. სცადეთ და აუცილებლად შეგიყვარდებათ ეს ნაზი და გემრიელი კერძი.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ქათმის ფილე
  • 3 ც ხახვი
  • 2 კვერცხი
  • 5 ს.კ. მაიონეზი
  • 5 ს.კ. სახამებელი
  • 0,5 ჩ.კ. შაქარი
  • ზეთი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ ქათმის ფილე, გაამშრალეთ და დაჭერით წვრილად. ხახვი დააბლენდერეთ.

2. შეურიეთ ხორცი და ხახვი, დაუმატეთ კვერცხი, მაიონეზი, სახამებელი, სუნელები და მარილი.

3. მოურიეთ კარგად და დატოვეთ 20 წუთით.

4. შეწვით ზეთში ოლადების მსგავსად ორივე მხრიდან. მზა ოლადები დააწყვეთ ტაფაზე, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი და მოთუშეთ 8-10 წუთის განმავლობაში.

სწრაფად და ილოად მოსამზადებელი ალბანური ოლადები გაამრავალფეროვნებს თქვენი სადილისა თუ ვახშმის მენიუს. სურვილისამებრ, ქათმის ხორცი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ საქონლის ხორცით, თუმცა მის შეწვას ორჯერ მეტი დრო დასჭირდება. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!