ყაბაყისა და ფარშის ბუდე: უგემრიელესი კერძი 2 ერთში, რომელიც დროის ეკონომიას გაგიწევთ

1169

ყაბაყისა და ფარშის ბუდე – შესანიშნავი კერძია მათთვის, ვისაც გემრიელად ჭამა უყვარს და სწრაფად მომზადებაც. ამ შეხამებაში ინგრედიენტების გემოები შესანიშნავად იხსნება და ეთავსება ერთმანეთს. თუ ქათმის ფარშს გამოიყენებთ, მაგარი ყველის ნაცვლად დაუმატეთ მოცარელა და მიიღებთ დიეტურ კერძს.

თუ კორეული სტაფილოს სახეხი არ გაქვთ, უბრალოდ დაჭერით ყაბაყი რგოლებად და ამოავლეთ კვერცხსა და ფქვილში. ნებისმიერ შემთხვევაში გემრიელი გამოვა.

ინგრედიენტები

  • 2 ც ყაბაყი
  • 300 გრ ღორის ფარში
  • 1-2 ც ხახვი
  • 2 კვერცხი
  • 1 ც პომიდორი
  • 100 გრ ფქვილი
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • პროვანსული სუნელები გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. შეურიეთ ფარში, დაჭრილი ხახვი, მარილი და შავი პილპილი. გათალეთ და გახეხეთ ყაბაყი კორეული სტაფილოს სახეხით.

2. მოაყარეთ ყაბაყს მარილი და დატოვეთ 10 წუთით. შემდეგ კარგად დაწურეთ.

3. ცაკლე ათქვიფეთ კვერცხი და მარილი. მცირე ულუფებით ამოავლეთ ყაბაყი ჯერ კვერცხში, შემდეგ ფქვილში. წაუსვით ზეთი საცხობ ფორმას, მოათავსეთ ყაბაყი ბუდეების ფორმით.

4. შექმენით მცირე ბურთულები ფარშისგან და მოათავსეთ ბუდეებში. ზემოდან დაალაგეთ რგოლებად დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ გახეხილი ყველი.

5. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით.

ეს გემრიელი კერძი შეგიძლიათ მიირთვათ არაჟნის სოუსთან ან ბოსტნეულის სალათთან. მიირთვით ცხლად. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!