კეფირზე მომზადებული განუმეორებელი დესერტი!

1054

წვნიანი და ნოყიერი ფუნშების მომზადება უმარტივესია.

კეფირზე მომზადებული ცომი ძალიან ფაფუკი და ჰაეროვანია, თუ თქვენ საფუარიანო ცომი გაქვთ, არც ეგ არის პრობლემა.

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ფუნთუშებს ფარშით და კარტოფილით.

სიგტავსისთვის იყენებენ უმ კარტოფილს, ხახვს და ფარშს. გამოდგება, როგორც საქონლის ასევე ღორის ფარში. მა ფუნთუშებს უნდა მოასხათ გამღვალი კარაქის სოუსი.

ინგრედიენტები

  • 500მლ კეფირი
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 კვერცხი
  • 700გ ფქვილი
  • ნახევარი ჩაის კოვზი მარილი
  • 1/4 ჩაის კოვზი სოდა
  • 4 კარტოფილი
  • 500გ ფარში
  • 1/4 ჩაის კოვზი წიწაკა
  • 200გ კარაქი

მომზადება

1.გაცერით ფქვილი, დაუმატეთ კეფირი, კვერცხი და მცენარეული ზეთი. კარგად მოურიეთ, დაუმატეთ მარილი, სოდა და მოზილეთ ცომი.

2.გაასუფთავეთ კარტოფილი და წვრილად დაჭერით, გარეცხეთ.

3.უმ ფარშს დაუმატეთ კარტოფილი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

4.ცომი დაჭერით ნაჭრებად და გააბრტყელეთ.

5.მოათავსეთ შიგთავსი და დააფიქსირეთ კუთხეები.

6.გამოაცხეთ 200 გრადუსზე 40-45 წუთი.

7.მოასხით გამღვალი კარაქი.

ამ ფუნთუშების შეწვა ზეთშიც შეგიძლიათ.

გემრიელად მიირთვით!