ღუმელში გამომცხვარი საოცარი ძეხვი – ხემსი, რომელიც ყველას მოსწონს

876

გემრიელი და ფაფუკი ძეხვის მომზადება სახლის პირობებში უმარტივესია!

ინგრედიენტები

  • 1,5მ ღორის ნაწლავი
  • 1,5კგ ღორის ხორცი
  • 1კგ ღორის ლორი
  • 2 თავი ნიორი
  • 1,5-2 სუფრის კოვზი მარილი
  • წიწაკა და სხვა სანელებლები გემოვნებით

მომზადება

  1. მოვამზადოთ ნაწილავები: კარგად გარეცხეთ, გადაიტანეთ თეფშზე. ჯამში ჩაასხით თბილი წყალი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი და სოდა. ქვაბში გადაიტანეთ ნაწლავი და დაალბეთ მარილიან მასაში 30 წუთი, რის შემდეგაც კარგად გარეცხეთ. ისევ გააკეთეთ მარილიანი მასა (უფრო სუსტი). გადაიტანეთ მასში ნაწლავები და დაიწყეთ ფარშის მზადება.
  2. ლორს მოაშორეთ უხეში ზედაპირი. ხორცი და ლორი წვრილად დაჭერით.
  3. ნიორი გაწმინდეთ, დააქუცმაცეთ და დაუმატეთ ხორცს. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და სანელებლები. მოურიეთ და დაასვენეთ 30 წუთი.
  4. გარეცხილი ნაწლავები დაყავით 1მ ნაჭრებად, ერთი ბოლო დააფიქსირეთ ძაფით.
  5. ამოავსეთ ნაწლავები მომზადებული შიგთავსით, მეორე ბოლოც დააფიქსირეთ ძაფით.
  6. რათა ძეხვი არ გასკდეს ცხობისას, წვრილი ნემსით დახვრიტეთ ყოველ 7-10სმ-ში.
  7. მოამრგვალეთ ძეხვი და დააფიქსირეთ ძაფით.
  8. გამოაცხვეთ 50-60 წუთი 190 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!