როგორ მოვამზადოთ ცივი სოუსი სალათებისთვის

1893
mayonnaise

ჩვენი სტატია ძალიან გაახარებს მაიონეზის მოყვარულებს. განსაკუთრებით გემრიელია სახლში მომზადებული.

მაიონეზი ზალიან უხდება სალათებს, წვნიანებს, ამ სოუსით აცხობენ ხორცს და დესერტებს.

მიუხედავად კალორიულობისა, მაიონეზი კვერცხით და ზეთით მაინც არ ითვლება არაჯანსაღ პროდუქტად, მაგრამ მარაზიაში ნაყიდი ნებისმიერი სახის პროდუქტი სამწუხაროდ უამრავ დანამატს შეიცავს.

დღეს ჩვენ მოვამზადებთ უგემრიელეს და, რაც მთავარია ჯანსაღ მაიონეზს.

როგორ მოვამზადოთ მაიონეზი სახლის პირობებში

ხშირად მაიონეზის მომზადება არ გამოსდით, მაგრამ დღეს ყველაფერს ძალიან მარტივად გასწავლით.

6 წესი

1.კვერცხის მომზადება

აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ოტახის ტმპერატურის ინგრედიენტები. ამიტომაც კვერცხი და სხვა პროდუქტები მაცივრიდან 30 წუთით ადრე გამოიტანეთ.

2.ზეთის შერჩევა

მაიონეზი ჯობია მოამზადოთ მზესუმზირის ზეთზე ან ზეითუნის და მზესუმზირის ნარევზე.

3.როგორ ავთქვიფოთ

ჩემთვის ძალიან მოსახერხებელი ხელის ბლენდერით თქვეფა. აუცილებლად დააყენეთ მოწყობილობა მაქსიმალურ სიჩქარეზე, მიაბჭინეთ ძირს და კარგად ათქვიფეთ.

ათქვიფეთ ბლენდერის აუწეველად 40 წამი. როცა მასა გასქელდება ბლენდერი ამოძრავეთ ზემოთ, ქვემოთ და დაუმატეთ ცოტაოდენი ზეთი, თქვიფეთ დაახლოებით 20-30 წამი, რათა ინგრედიენტები კარგად გაიხსნას.

4.თუ სოუსი არ სქელდება

თუ მეტ ზეთს დაუმატებთ მასა გამოგივათ სქელი. ამავე ხერხით შეგიძლიათ გაასქელოთ სოუსი.

5.რა უნდა მოუხერხოთ მაიონეზს, რომელიც არ გამოდის

არ იჩქაროთ მაიონეზის გადაგდება, თუ ის არ შესქელდება. არ გამოსული მიონეზი 1,5-2 საათით გვერდზე გადადეთ.

ამ დროის განმავლობაში კვერცხი და ზეთი შესქელდება. ბლენდერი მიაბჯინეთ ძირს და დიწყეთ მისი თქვეფა. თუ მაიონეზი ძალიან შესქელდება დაატხელეთ ადუღებული, მაგრამ გაგრილებული წყლით.

სახლის პროვანსალი

საბჭოთა კავშირი მაიონეზს “პროვანსალის” სახელით აწარმოებდა, 67% მაიონეზი შეიცავდა ერთადერთ კონსერვანტს – სპირტის ძმარს.

ორმოცი წლის განმავლობაში მახსოვრობაში მიტივტივდება ორას გრამიანი შუშის ქილა და წარწერა “არ შეეხოთ, ახალწლამდე!”

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 0,5 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩის კოვზი რუსული მდოგვი
  • 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადება

1.ჯამში ჩაასხით ზეთი, გატეხეთ გვერცხი, მთელად შეინარჩუნეთ გული.

2.დაუმატეთ მდოგვი, მარილი და შაქარი.

3.ხელის ბლენდერის მეშვეობით ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე ინგრედიენტები.

4.როცა მაიონეზი შესქელდბა დაუმატეთ ლიმონის წვენი და კიდევ ერთხელ კარგად ათქვიფეთ.

5.გამოცდილ დიასახლისებს მაიონეზი მომზადება ხელის სათქვეფითაც მარტივად შეუძლიათ. მაგრამ ბლენდერი ამარტივებს და აჩქარებს საქმეს.

მაიონეზი ძმრით მდოგვის გარეშე

ინგრედიენტები

  • 2 კვერცხის გული
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 0,5 ჩაის კოვზი შაქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი 9% ძმარი
  • 150მლ მცენარეული ზეთი

მომზადება

1.ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ კვერცხის გულები. დაუმატეთ მარილი, შაქარი და ძმარი.

2.მოასხით ზეთი, ათქვიფეთ ბლენდერით 3 წუთი.

3.როცა სოუსი გასხელდება ბლენდერი ამოძრავეთ ზემოთ, ქვემოთ.

მაიონეზი რძეზე კვერცხის გარეშ

ინგრედიენტები

  • 150მლ რძე
  • 300მლ მცენარეული ძეთი
  • 2-3 ჩაის კოვზი მდოგვი
  • 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

1.ბლენდერის ჭიქაშ ჩაასიხთ ზეთი და რძე.

2.ათქვიფეთ მასა 30 წამის განმავლობაში, სანამ არ გასქელდება.

3.დაუმატეთ მდოგვი, ლიმონის წვენი და გააგრძელეთ თქვეფა.

4.მაიონეზი რძეზე მზად არის. გემრიელად მიირთვით!

მაიონეზი არაჟნით და მოხარშული კვერცხის გულით

ინგრედიენტები

  • 4 კათმის კვერცხი
  • 1,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 400მლ მცენარეული ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი 9% ძმარი
  • 2 ჩაის კოვზი რუსული მდოგვი

მომზადება

1.კვერცხი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი. წამოდუღების შემდეგ დაუმატეთ ჩაის კოვზი მარილი და ხარშეთ 10 წუთი.

2.მითითებული დროის შემდეგ კვერცხი მოათვსეთ ცივ წყალში.

3.განაცალკევეთ ცილა დაგული.

4.გული მოათსვეთ ბლენდერის ჭიქაში. დაუმატეთ დარჩენილი მარილი, შაქარი და კარგად გადაურიეთ ინგრედიენტები.

5.კვერცხს დაუმატეთ ნახევარი ზეთი და მაქსიმალურ სიჩქარეზე ათქვიფეთ.

6.როცა მასა მაიონეზს დაემსგავსება, გამორთეთ ბლენდერი და ჩაასხით ძმარი.

7.ათქვიფეთ მაქსიმალურ სიჩქარეზე და ამავდროულად ულუფებად დაუმატეთ ზეთი. ბოლოს დაუმატეთ მდოგვი და მოურიეთ კოვზით.

8.მაიონეზი მოათავსეთ კონტეინერში და 30 წუთი მოათვსეთ მაცივარში.

9.ეს მაიონეზი 2 დღე-ღამის განმავლობაში შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში.

10.გემრიელად მიირთვით!

მაიონეზი სელის თესლით

ეს მაიონეზი შეიცავს კვერცხს და შედარებით უფრო მუქი ფერია, მაგრამ ძალიან გემრიელია.

კვერცხის ჩანაცვლება ვაშლის პიურეთიც ძალიან მარტივად შეგიძლიათ.

ასევე აკვაფაბათი შეგიძლიათ (ბარდის ან ლობიოს ნახარში) ჩაანაცვლოთ კვერცხი.

ინგრედიენტები

  • 2 სუფრის კოვზი სელის ფქვილი
  •  600მლ წყალი
  • 125მლ მცენარეული ზეთი
  • 1-2 ჩაის კოვზი მდოგვი
  • 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • მარილი და შაქარი გემოვნებით

მომზადება

1.მოვამზადოთ სელის ფქვილი. ამისათვის საჭიროა სელის დაფქვა.

2.ფქვილს დაასხით წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე, გააცხელეთ, განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ არ შესქელდება.

3.გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.

4.დაუმატეთ შაქარი მარილი და ათქვიფეთ ბლენდერით, განუწყვეტლივ უმატეთ ზეთი. 1 სუფრის კოვზზე მეტი ზეთი ერთ დამატებაზე არ ჩაასხათ.

5.როცა მასა შესქელდება დაუმატეთ მდოგვი და ლიმონის წვენი.

ეს მაიონეზი მაცივარში 4-5 დღე ინახება თავდახურულ მდგომარეობაში. კკონსერვანტების შეუცველობის გამო ის ვერ იტანს სიცხეს, ამიტომაც ცხელ კერძებში მას ვერ გამოიყენებთ.