ღორის ხორცის მოხარშვის სწორი მეთოდი

967

ახალგაზრდა დიასახლისები, ხშირად მზადების სწავლას იწყებენ რთული კერძებით. ეს არასწორი მიდგომაა. ზოგმა ღორის ხორცის მოხარშვაც კი არ იცის და ფიქრობენ, რომ ხორცის რულეტს მარტივად მოამზადებენ.

პირველ რიგში უნდა ისწავლოთ სამზარეულოს წესები, ხოლო შემდეგ უნდა დაიწყოთ რთულ კერძებთან ჭიდილი. დღევანდელი ჩვენი რეცეპტი ერთი შეხედვით ბანალურია. მაგრამ სწორედ ამ რეცეპტის წყალობით, თქვენ მოგეცემათ ბიძგი მზარეულობისკენ.

როგორ მოვხარშოთ ღორის ხორცი

ინგრედიენტები

  • 1კგ ღორის ხორცი
  • 1,5ლ წყალი
  • 100გ ფქვილი
  • 200გ სტაფილო
  • 2 ჩაის კოვზი მარილი
  • 4 კბილი ნიორი
  • 10 მარცვალი შავი წიწაკა
  • 3 დაფნის ფოთოლი

მომზადება

1.უმჯობესია გამოიყენოთ გაგრილებული ხორცი. თუ ნაჭერი გაყინულია, გადაახვიეთ პაკეტებში. შეინახეთ მაცივარში 8-12 საათი. თუ ხორცს თბილ წყალში გაალღობთ ის იქნება მშრალი და ნაკლებად გემრიელი. გაგრილებულ ხორცს გადაავლეთ გამდინარე წყალი.

2.ნიორი, ხახვი, სტაფილო გარეცხეთ და გაასუფთავეთ. ხელსახოცით გააშრეთ ხორცი. აიღეთ შესაბამისი ქვაბი (3ლ) და მოათავსეთ მასში ინგრედიენტები, ხორცის გარედა. მოასხით წყალი. წყლის ადუღების შემდეგ მოათავსეთ ხორცი. ამ მეთოდის დახმარებით ხორცი საოცრად წვნიანი გამოვა. წყალმა უნდა დაფაროს ხორცი, მოასხით ცხელი წყალი. ისევ დაელოდეთ წამოდუღებას, ცეცხლი უნდა ეყენოს მინიმალურ დონეზე. მოაშორეთ დაგროვილი ნალექი.

3.ასეთი ნაჭერი ხორცი (1-2კგ) მოხარშეთ 1,5 საათი. საქონლის ხორცი უნდა მოხარშოთ 2 საათი, ქათამი 50-70 წუთი, ხოლო სახლის ქათამი 3 საათი. მზადების პროცესი აკონტროლეთ დანით. მზა ხორცსში დანის წვერი მარტივად შედის. თუ ხორცისგან ვარდისფერი წყალი გამოდის, ესეიგი ცოტა აკლია მოხარშვა.

4.იმავე ბულიონში გააგრილეთ ხორცი. ამ მეთოდის დამსახურებით, წვნიან და გემრიელ ხორცს მიიღებთ. შეინახეთ კონტეინერში ან პაკეტში. ძალიან გემრიელია სენდვიჩებში.

ბულიონის გადასხმა არც იფიქროთ. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ სოუსების და სუპების მოსამზადებლად. გამოწურეთ სითხე და გამოიყენეთ გემოვნებისამებრ.

ზოგიერთი დიასახლისი ბულიონს ყინავს ან აკონსერვებს.