ღორის ნეკნები ბარბექიუს სოუსით კანადურად

1645

სად სად და აი კვებეკში ნამდვილად იციან, როგორ მოამზადონ ღორის ნეკნები. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ნეკნები, რომლებსაც მონრეალის რესტორნებში შემოგთავაზებენ. მას უნიკალურად ბარბექიუს სოუსი აქცევს, რომელსაც კეტჩუპისა და ვაშლის პიურესგან ამზადებენ. კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ ღუმელშიც და ბუნებაშიც – ნებისმიერ შემთხვევაში არაჩვეულებრივი გამოვა.

ღუმელში მომზადებული ღორის ნეკნები მოეწონებათ მას, ვისაც ხორცის მდიდარი გემო უყვარს ზედმეტი მარილისა და სიცხარის გარეშე. ის ამის გარეშეც სრულყოფილია.

ინგრედიენტები

  • 800 გრ ღორის ნეკნები
  • 80 გრ კეტჩუპი
  • 80 გრ ვაშლის პიურე
  • 3 ს.კ. ყავისფერი შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. ნივრის ფხვნილი
  • 3 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 0,5 ჩ.კ. დარიჩინი
  • 0,5 ჩ.კ. პაპრიკა
  • 0,5 ც ლიმონი
  • 0,5 ჩ.კ. შავი პილპილი

მომზადება

  1. შეურიეთ კეტჩუპი და პიურე, დაუმატეთ ყველა მითითებული სუნელი, სოიოს სოუსი და ლიმონის წვენი. მიღებულ მარინადში ჩააწყვეთ ნეკნები და შედგით მაცივარში 1 საათით.
  2. მოათავსეთ ნეკნები ღრმა საცხობ ფორმაში, ნუ მოასხამთ დარჩენილ სოუსს. დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათის განმავლობაში.
  3. გამოიღეთ ფორმა, მოხსენით ფოლგა, წაუსვით დარჩენილი სოუსი და კიდევ 15 წუთით შედგით ღუმელში.

არომატული, უგემრიელესი, საოცარი ხასხასა ფერის მქონე კერძი მზადაა! მომზადების ამგვარი მეთოდის წყალობით ის შიგნიდან უნაზესი, გარედან კი ხრაშუნა ქერქით გამოდის. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!