ღორის ხორცი შავი ქლიავით

1292

თუ თქვენ ხორცის შეწვისას გეშინიათ, რომ ის გამოვა მყარი ან მშრალი, ამ რეცეპტის წაკითხვის შემდეგ ეს პრობლემა მოიხსება. თუ თქვენ ერ არ გაგისინჯავთ ხორცის და შავი ქლიავის დუეტი, აღარ დააყოვნოთ და გასინჯეთ ეს საოცარი კერძი.

ინგრედიენტები

  • ღორის ხორცი 1,8კგ
  • ნიორი 10 კბილი
  • შავი ქლიავი 200გ
  • ნიგოზი 2,5 ცალი
  • კონიაკი 3 სუფრის კოვზი
  • მდოგვი 2 სუფრის კოვზი
  • წითელი წიწაკა 0,5 ჩაის კოვზი
  • პროვანსული სანელებლები 1 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა (დაფქული)
  • მარილი 2 ჩაის კოვზი

მომზადება

1.შავი ქლიავი 30 წუთიტ დაალბეთ თბილ წყალში. დარბილების შემდეგ, თითოეული ქლიავი ამოავსეთ ნიგვზით.

2.პროვანსულ სანელებლებს დაუმტეთ მარილი, ორივე სახის წიწაკა, მდოგვი, თაფლი და კონიაკი. მიღებული მასა კარგად წაუსვით ხორცს.

3.ნიორი და შავი ქლიავი ამოავლეთ დარჩენილ სანელებლებში და მოათსვეთ ხორცში. ხორცი შეინახეთ მაცივარში მარინადთან ერთად მთელი ღამით.

4.ხორცი მარინადთან ერთად მოათვსეთ ფოლგაზე და კარგად გაახვიეთ ფოლგაშ. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 2 საათი, გახსენით ფოლგა და 10 წუთი შებრაწეთ 250 გრადუსზე.

5.გემრიელად მიირთვით!

ამ კერძის შემთხვევაში ზომებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეცადეთ 2 კგ ხორცის ნაჭერი აიღოთ მის მოსამზადებლად. თუ ხორცს მარინადში უფრო დიდხანს დატოვებთ, ძალიან კარგ შედეგს მიიღბთ.