ღვთაებრივი გემოს მქონე ვაშლის ჯემი კაკაოთი.

1980

ტკბილი ფუნთუშებისათვის ყველაზე პოპულარული შიგთავსი სწორედაც, რომ ვაშლის ჯემია.ის ინარჩუნებს ახლად მოკრეფილი ხილის გემოს ამიტომაც მას ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ტკბილეულში.

ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ მარტივ, მაგრამ არაორდინალურ ვაშლის ჯემის რეცეპტს.ჩვენ გთავაზობთ ვაშლის ჯემს კაკაოთი, რადგან კაკაო მჟავე ვაშლს შოკოლადის საოცარ გემოს ჰმატებს. ასეთი ჯემი კი ნებისმიერ ტკბილეულს მოუხდება.

რჩევა: თუ ვაშლი არის გაუთლელი, მაშინ ჯემის კონსისტენცია განსხვავებული იქნება. რადგან ვაშლის ქერქი და გული შეიცავს ნივთიერება პექტინს,რომელიც ჯემის სისქეს უზრუნველყობს. ჩვენ გთავაზობთ  ვაშლის ქერქის გათლას და გულის ამოჭრას,მაგრამ ამ ყველაფრის გადაყრა ცუდი იდეაა.თქვენ შეგიძლიათ გათლილი ქერქი და გული ცალკე მოხარშოთ, ხოლო ნახარშიდან მარლის საშუალებით გამოწუროთ პექტინი და ჩაამატოთ ჯემში.

მნიშვნელოვანი დეტალი: იგრედიენტებში მითითებულია უკვე კანისა და გულისაგან გასუფთავებული ვაშლის რაოდენობა. ამ რაოდენობით ჯემი გამოდის დაახლოებით 1 ლიტრი.

ინგრედიენტები:

  • ვაშლი – 1 კგ
  • კაკაოს ფხვნილი – 2,5 ჩ.კ.
  • შაქარი -250 გ
  • წყალი – 50 მლ

მომზადება: 

  1. ვაშლი გარეცხეთ, გათალეთ, დაჭერით და ამოჭერით გულებიც. დარჩენილი ნაწილი დაჭერით და მოათავსეთ ქვაბში.

2. ქვაბი აავსეთ წყლით. დააფარეთ თავზე და დაელოდეთ წამოდუღებას. ამის შემდეგ ცეცხლის ალს დაუწიეთ და  მოთუშეთ ვაშლი მის დარბილებამდე.

3. ცალკე მოსათუშად დადგით ვაშლის გული და ქერქი. თუ საჭიროა, დაუმატეთ 1-2 სუფრის კოვზი წყალი. როდესაც ქვაბში არსებული მასა დარბილდება, გაწურეთ საწურისა და მარლის მეშვეობით. გაწურული სითხე დაამატეთ დარბილებულ ვაშლს.

4. როდესაც ვაშლი მომზადდება, დაელოდეთ მის გაციებას. ამის შემდეგ ბლენდერის მეშვეობით მთელი მასა აქციეთ პიურედ. დაამატეთ შაქარი, კაკაო და გულდასმით ამოურიეთ. მასა კვლავ მოათავსეთ ცეცხლზე და წამოადუღეთ 10-15 წუთის განმავლობაში.

5. გამზადებული ჯემი ჩაასხით მშრალ გასტერილებულ ქილებში, მოხუფეთ. ქილები გადააბრუნეთ, შეფუთეთ და დაელოდეთ გაციებას.

სახლში მომზადებული ჯემი-კარგი საშუალებაა ხარვეზიანი  ვაშლის გამოსაყენებლად.

გაითვალისწინეთ: ხარვეზიანი, მაგრამ არა დამპალი. თუ თქვენ ვაშლს მოამზადებთ ჯამში,სითხე საგრძნობლად მალე ამოშრება. აუცილებლად ურიეთ პიურეს მზადების პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში პიურე დაიწვება.

გემრიელად მიირთვით!