დღეს ჩვენ ვამზადებთ სალათს ქათმით და სოკოთი. ეს საახალწლო მაგიდის ფავორიტი კერძი ნამდვილად გახდება.
ფერადი სალათი “ქრიზანთემა” სადღესასწაულო განწყობას აგიმაღლებთ.
ინგრედიენტები
- შებოლილი ქათმის ფილე 250გ
- კვერცხი 4 ცალი
- დაკონსერვებული სიმინდი 150გ
- დამწნილებული სოკო 100გ
- ჩიფსი 50გ
- მაიონეზი 140გ
მომზადება
1.მოხარშეთ ქათმის კვერცხი, გააგრილეთ და გაასუფთავეთ. განაცალკევეთ ცილა და გული. ქათმის ფილე დაჭერით წვრილ კუბიკებად, სოკო – გრძლად. გაწურეთ სიმინდი.
2.ააწყეთ სალათი. ოირველი ფენა – ქათმის ფილე. წაუსვით მაიონეზი და მოაყარეთ სოკო.
3.სოკოს ზემოდან გადაანაწილეთ სიმინდის ფენა, წაუსვით მაიონეზი.
4.გახეხეთ ცილა და გული. მოაყარეთ სალათს. გააფორემთ ჩიფსით.
გემრიელად მიირთვით!