უგემრიელესი ტორტი “პრაღა” ტაფაზე

1988

სახლში მომზადებული დესერტებიდან ყველაზე მეტად ეს მიყვარს. ახვეწილი გემო და არომატი ძალიან მადისაღმძვრელია.

“პრაღა” მზადდება ტაფაზე სწრაფად და მარტივად.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 3 ცალი
  • რძე 200მლ
  • მზესუმზირის ზეთი 6 სუფრის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 6 სუფრი სკოვზი
  • კაკაო 5 სუფრის კოვზი
  • შაქარი 6 სუფრის კოვზი
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • მარილი
  • ძმარი 1 სუფრის კოვზი
  • შედედებული რძე 5 სუფრის კოვზი
  • კარაქი 250გ
  • ვანილი 2 ჩაის კოვზი
  • შავი შოკოლადი 100გ
  • გარგრის ჯემი 50გ
  • წყალი 120მლ
  • ხსნადი ყავა 2 ჩაის კოვზი
  • კონიაკი 2 სუფრის კოვზი

მომზადება

1.ჭიქაში მოათავსეთ ცხელი წყალი, 2 ჩაის კოვზი ყავა და 2 ჩაის კოვზი შაქარი. მოურიეთ.

2.ათქვიფეთ კვერცხი. დაუმატეთ შედედებული რძე და მოურიეთ ერთგვაროვნებამდე. მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე მანამ, სანამ არ შესქელდება.

3.განუწყვეტლივ ურიეთ.

4.მოხარშული მასა გააგრილეთ. ამასობაშ მოამზადეთ ფირფიტები. 6 სუფრის კოვზ ფქვილს დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი კაკაო და გაცერით.

5.ფქვილის მასას დაუმატეთ 4,5 სუფრის კოვზი შაქარი, მარილი და სოდა. მოურიეთ. ჩაასხით მცენარეული ზეთი და 150მლ რძე, ჩატეხეთ დარჩენილი კვერცხი.

6.მოურიეთ ერთგვაროვნებამდე. დაუმატეთ 1 კოვზი ძმარი, მოურიეთ. მიღებული ცომი გაყავით 3 ნაწილად.

7.გააცხელეთ ტაფა, წაუსვით ზეთი და გამოაცხეთ კორჟი.

8.თითოეეულ კორჟს დასჭირდება 8-10 წუთი.

9.მოამზადეთ კრემი. 200გ რბილ კარაქს დაუმატეთ ვანილი და ათქვიფეთ.

10.ნელ-ნელა დაუმატეთ მოხარშული მასა, ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე. გაცერით 2 სუფრის კოვზი კაკაო. მოურიეთ.

11.2 სუფრის კოვზი კრემი შინახეთ მაცივარში. ყავის მასას დაუმატეთ კონიაკი. მიღებული მასით დანამეთ ფირფიტები ორივე მხრიდან.

12.ააწყეთ ტორტი. პირველ კორჟს წაუსვით კრემი და დაადეთ მეორე.

13.მეორე კორჟსაც წაუსვით კრემი. მოათავსეთ მაცივარში 3-4 საათი.

14.ტორტს გვერდებზე წაუსვით კრემი,ხოლო ზემოდან ჯემი.

15.სანამ ტორტი გრილდება, მოამზადეთ მინანქარი. 50გ კარაქი და 50გ რძე გააცხელეთ, დაუმატეთ შოკოლადი.

16.ორ ეტაპად მოასხით შოკოლადის მინანქარი. გააგრილეთ.

17.გააფორმეთ დესერტი.