აჩმა ხორცის ფარშით – ისეთივე გემრიელი როგორიც ყველის და კიდევ უფრო…

2051

აჩმა ცომის თხელი ფენებისა და ყველისგან დამზადებული შესანიშნავი ხაჭაპური აჭარულ სამზარეულოში ერთ-ერთი ყველაზე ნოყიერი და კალორიული კერძია, თუმცა ის მაინც ძალიან უყვართ. დაგიგემოვნებიათ აჩმა ხორცის ფარშით? თუ არა, მაშინ ახლა სწორედ ის პერიოდია რომ ეს რეცეპტი შეინახოთ და შესაფერის დროს მოამზადოთ.

ინგრედიენტები: 

ცომი 

  • 1 კგ ფქვილი
  • 7 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 500-600 მლ წყალი
  • 2 ს.კ. ძმარი
  • 400 გ გამდნარი კარაქი

გულსართი

  • 1300 გ დეკეულის ხორცი
  • 200 გ ღორის ქონის ნაჭერი
  • 300 გ გამდნარი კარაქი
  • თითო ჩ.კ. ქონდარი
  • ძირა
  • ხმელი ქინძი
  • მარილი
  • პილპილი
  • წიწაკა – გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ცომი. თასში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი, კვერცხი, ძმარი და ათქვიფეთ.
  2. მასას ამატეთ ფქვილი და ურიეთ, შემდეგ გადაიტანეთ დაფაზე.
  3.  მოზილეთ მაგარი და ელასტიკური ცომი, რომელიც ხელს არ მიეკრობა.
  4.  გაახვიეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში.
  5. ღუმელი გაახურეთ 250 გრადუსამდე.
  6. გულსართი. ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოათავსეთ თაფაში და მოშუშეთ.
  7. ფარშს დაუმატეთ ქონდარი, ძირა, ხმელი ქინძი, მარილი, პილპილი და წიწაკა.
  8. თუნუქის ფურცელს წაუსვით ცხიმი და ზედ ძალიან თხლად გაბრტყელებული პირველი ფენა მოათავსეთ.
  9. მეორე ფენა 3 წუთით მდუღარე მარილიან წყალში ხარშეთ, ამოიღეთ და დააფინეთ პირველ ფენას. მოასხით ცოტა გამდნარი კარაქი.
  10. მესამე ფენა ანალოგიურად დაამუშავეთ, მოათავსეთ თუნუქის ფურცელზე და ზედ გაანაწილეთ ფარში.
  11. მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ფენას მოასხით გამდნარი კარაქი.
  12. მეშვიდე ფენა არ მოხარშოთ, თხლად გააბრტყელეთ და გადააფარეთ დანარჩენ ფენებს.
  13. აჩმას ზემოდან ცხიმი წაუსვით, გამოცხობის წინ თანაბრად დაჭერით და გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი აცხვეთ.