ქართული ქათმის სალათი: მსუბუქი, სუნელოვანი და მხოლოდ 3 ინგრედიენტისგან

3478

ქართული სამზარეულო მძიმე კერძებთან ასოცირდება, თუმცა ეს მართებული არ არის. ჩვენი სამზარეულო ძალიან მდიდარია და ევროპული ტრადიციების ზეგავლენის ქვეშაც შეინარჩუნა თავისი ორიგინალურობა.

დღეს ჩვენ გთავაზობთ ქათმის სალათის მარტივ რეცეპტს, რომელიც სადღესასწაულო სუფრის ნამდვილი მშვენება გახდება, თუმცა, ჩვეულებრივ ოჯახურ ვახშამზეც შესანიშნავია.

 ინგრედიენტები

  • 500 გრ ქათმის ფილე
  • 1 ც სტაფილო
  • 50 გრ მარილი
  • 2კბილი ნიორი
  • 0,5 ჩ.კ. ქონდარი
  • 1 მწიკვი დაფქული წითელი პილპილი
  • 0,5 ჩ.კ. ხმელი სუნელი
  • 1 მწიკვი ზაფრანა
  • 100 გრ მაიონეზი
  • კამა გემოვნებით

მომზადება

  1. ოდნავ მარილიან წყალში მოხარშეთ ქათმის ფილე. გააცივეთ და დაწეწეთ.
  2. შეურიეთ სუნელები, დააბლენდერეთ ნიორი, დაამატეთ სუნელებში, ბოლოს კი მარილი არ დაგავიწყდეთ.
  3. გახეხეთ სტაფილო, შეურიეთ ქათმის ფილეს, დაუმატეთ სუნელების ნაზავი და მაიონეზი. კარგად მოურიეთ და შედგით მაცივარში 30 წუთით.

თუ ფიგურას უფრთხილდებით, ჩაანაცვლეთ მაიონეზი იოგურტით ან არაჟნით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!