მორთული საახალწლო დესერტი „მანდარინები თოვლში“, რომელსაც ცხობა არ სჭირდება

1101

წელს სადღესასწაულო მაგიდაზე რულეტს მანდარინებით მოვამზადებ. მარტივად მზადდება და სხვა პროდუქტებს იდეალურად ეთავსება, რაც მნიშვნელოვანია საახალწლო ღრეობის შემდეგ, როცა ცხიმიანი ტორტები ყველას მობეზრდა. გაჭრილი დესერტი საოცრად ლამაზია! Gastronomia.ge-ს რედაქცია გიზიარებთ დესერტის „მანდარინები თოვლში“ მომზადების ინსტრუქციას. არაფრის გამოცხობა საჭირო არაა. საუკეთესო ტკბილეული დღესასწაულზე.

ინგრედიენტები:

  • 30 გრ ჟელატინი
  • 300 მლ წყალი
  • 800 გრ არაჟანი
  • 200 გრ შაქარი
  • 10 მანდარინი
  • 1,5 ლ პლასტმასის ქილა

მომზადების წესი:

1. მოსახერხებელ ჭურჭელში ჯელატინი ცივ ანადუღარ წყალში ჩაალბეთ, გასასივებლად გააჩერეთ.

2. ცალკე თასში არაჟანი და შაქარი აურიეთ. სურვილის შემთხვევაში შაქრის ნაცვლად შაქრის ფხვნილი გამოიყენეთ.

3. გასივებული ჟელატინი მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის ორთქლზე გაადნეთ. შემდეგ ჟელატინი გაწურეთ, რომ გოროხები არ დარჩეს. ჟელატინი ნაწილ–ნაწილ არაჟანს დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

4. წინასწარ მინერალური წყლის სუფთა (სასურველია, დაღარული არ იყოს) ბოთლი მოამზადეთ. ზედა ნაწილი მოაჭერით. ბოთლში რამდენიმე სუფრის კოვზი არაჟნის ნარევი ჩაასხით. ბოთლი მაცივარში შეინახეთ.

5. მანდარინი გათალეთ და ხის ჩხირზე წამოაცვით. ჩხირი მანდარინით ბოთლის შუაში ჩადეთ, ზემოთ გაამაგრეთ, რომ მანდარინებმა არ იმოძრავოს და ერთ ადგილზე მყარად გაჩერდეს.

6. ახლა ზემოდან არაჟნის ნარევი ბოლომდე დაასხით. დესერტი მაცივარში 4 საათით გასამაგრებლად შეინახეთ.

7. გამაგრებული დესერტის გამოსაღებად ბოთლის ძირი შეგიძლიათ ცხელი ასანთით გახვრიტოთ და მისგან ჟელე გამოდევნოთ. ან ჯერ ბოთლის ძირი გადაჭერით, შემდეგ ბოთლის გვერდები. ამაში რთული არაფერია.

მზა დესერტს სურვილისამებრ ქოქოსის ფანტელები მოაყარეთ. ულუფებად დაჭერით და მაგიდაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

წელს არანაირი სამსართულიანი „ნაპოლეონი“ არ გვინდა. მხოლოდ თოვლივით მსუბუქი რულეტი მანდარინებით. სხვათა შორის, ამ მეთოდით შეგიძლიათ არა მხოლოდ მანდარინის, არამედ სხვა ხილის და კენკრის რულეტი მოამზადოთ. არაჟნის ჟელეს შეგიძლიათ ცოტა ფერადი ჟელე დაუმატოთ. ასე ლამაზი და უჩვეულო გამოვა!